![სულხან-საბა ორბელიანი – ობოლი და მისი დედა](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2021/10/სულხან-საბა-ორბელიანი--ობოლი-და-მისი-დედა.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
იგავ-არაკი
სულხან-საბა ორბელიანი – ობოლი და მისი დედა
იყო ერთი ობოლი მარტვილი. რა მოიზარდა, დედას ჰკითხა:
– დედავ, ყოველს კაცს მამა უვის, მე რად არა მყავს?
დედამ უთხრა:
– შვილო, შენცა გყვანდა, მაგრა წყალმან დაარჩო.
შვილმან უთხრა:
– მას წყალზე ხიდი არ იდვა, მას ზედ გასულიყო?
დედამ უთხრა:
– იდვა, მაგრამ შორს იყო.
შვილმან უთხრა:
– ასრე შორს იყო, რომ აქამდის ევლო, ვერ მოუარდა?
დედას გაეცინა და ეგრე უთხრა:
– თუ მაგდენი გაესინჯა, არც კი დაირჩობოდა.