
იგავ-არაკი
სულხან-საბა ორბელიანი – ხარბი გლახაკი
გლახაკი ვინმე იყო უპოვარი ყოვლისაგან ნივთისა.
ეზმანა მას: სამეოცი ცხოვარი ჰყვა და ენება განსყიდვა.
მოვიდა კაცი ერთი და მოსცა თითოსათვის ხუთ-ხუთი კირმანეული. ცხოვარისა პატრონმან ექვს-ექვსი სთხოვა.
შეცილებასა ზედა გაეღვიძა კაცსა მას და სინანული იწყო.
თვალნი ეგრეთვე დაიხუჭნა და ხელი მიუღო ვაჭარსა: ოროლი კირმანეული მომეც, მოგცემო! ანუ ვინღა მისცემდა ვეცხლსა, ანუ ვისღა მიჰყიდდა?