იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – ცხრილიანი კაცი

კაცი ერთი მდინარისა კიდესა ჯდა და ცხრილი ხელთა ჰქონდა. ჩაჰყვის ცხრილი წყალთა და რა აივსის, თქვის: ვისაც ღმერთი მისცემს, ესრეთ მისცემსო.

ამოიღის ცხრილი, და რა წყალი გაედინის, თქვის: ვისაც წაართმევს, ესრეთ წაართმევსო.

  • ღმერთმან ბედი კარზედ გვისვიანაო.
  • თუცა ღმერთსა კაცი იგი შენთვის უნდა, კართავე შენთა მოიყვანს, თვარემ პოვნა ძნელი არის.

«წვიმა არ არის და თოვლი, კართა ჩვენთა მოვიდეს. თუცა ჩვენ არა ვიცით ადგილი მისი, მან რა იცის თემი ჩვენი? კაცი გავგზავნოთ, პოვნას ვეცადნეთ. რომელსა კაცსა ჩასდებია საჭმელი უხელოდ, რომელსა შეჰმოსია სამოსელი გაურჯელად?»

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button