პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ღამე ხეობაში

თეთრი და მზიანი გათავდა დღეობა.
ახალი გრიგალი მთებიდან ტრიალებს.
ლანდები გვიანი ავსებენ ფიალებს,
სივრცეა მაღალი და სულის ტყვეობა.
იალებს და ჰქრება და ისევ იალებს.
ასე რომ ჰკივიან, რა უნდათ ტიალებს?
მომაკვდავ დემონის ხრიალით ხრიალებს
გრძნეული ხეობა…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Back to top button