
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ღრუბლები ჰგვანან ამღვრეულ ტვინებს
ღრუბლები ჰგვანან ამღვრეულ ტვინებს,
ციდან ცრემლები მოდის ჩაფებით.
გრგვინვა ციდან ცით მიაგვირგვინებს
ელვას – კივილთა აკიაფებით.
განრისხებულა თვითონ ზევესი,
დორბლმორეული თეთრი მელანით.
დაკარგულია გზა მოხევესი…
ბნელდება. ღამე. მიეშველენით.