პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ყვითელი ფოთოლი

შემოდგომისა ველურ ჰანგში
ჭკნება ფოთოლი;
ყმაწვილი გულიც უნუგეშო
ფიქრებით დნება,

მაგრამ სხვა ფოთოლს აამწვანებს
კვლავ გაზაფხული –
და სიყმაწვილე კი არასდროს
არ დაბრუნდება!

ქვითინებს ქარი, თან წაიღებს
ყვავილთა ჩურჩულს…
ჰანგი საზარი სულს მიშფოთებს
და გულში მწვდება –

რომ ვერასდროს ვერ ვეღირსები
მე იმ გაზაფხულს…
და სიყმაწვილე კი არასდროს
არ დაბრუნდება!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button