
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ყორანის ცრემლები
ყორანს ცრემლით უმძიმს უპე –
როგორც შავი ყვავილი;
- დავიღუპე, დავიღუპე, –
ისმის მისი ჩხავილი.
ნისლი, წვიმა, თრთიან გარედ
უბინაო ბავშვები.
მეცოდება ვიღაც მწარედ,
ვიღაც ხელ-განაშვები.
ყორანს ცრემლით უმძიმს უპე –
როგორც შავი ყვავილი;