
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე შედუღება ოცნებასა და სინამდვილეს შორის
ალბად, იმიტომ ხომალდის აფრით,
იდუმალ წყენით და გულდიდობით
ვერ მოახერხებს გული ვერაფრით
უკანასკნელად გითხრას: „მშვიდობით!“ –
რომ დრომ ზვირთები მხარით გადიშვა
და დააჯახა ერთიმეორეს,
რომ საბოლოოდ მოხდა გათიშვა
სინამდვილეს და ოცნებას შორის.
მაგრამ მოწყენით ნუ ხარ, მხნე მუხავ!
როგორ არ არის ეს გაოცება:
ოქრომ ლაჟვარდში კვლავ დაადუღა
სხვა სინამდვილე და სხვა ოცნება!..