ახალი ამბებიკულტურამოდა და სტილი
პარიზის მოდის კვირეულზე კარლ ლაგერფილდის ბოლო კოლექციის ჩვენება გაიმართა
პარიზის მოდის კვირეულზე „შანელის“ 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება ლეგენდარული დიზაინერის გარეშე გაიმართა. ეს იყო ბოლო კოლექცია, რომელიც კარლ ლაგერფილდმა ფრანგული მოდის სახლისთვის შექმნა. ლაგერფილდი 19 თებერვალს გარდაიცვალა .
კვირეულმა ბევრი რამის გამო დაამახსოვრა თავი საზოგადოებას. პოდიუმზე მოდელი კარა დელევინი დაბრუნდა, მონაწილეობა მიიღო სინდი კროუფორდის შვილმა, მოდელმა კაია გერბერმა. დეფილეს კულმინაცია კი, პოდიუმზე პენელოპა კრუსის გამოჩენა გახდა.