პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე შენ რაღას იტყვი, ყანა?
თვალით ვეღარას ვხედავ,
გული მოელის დანას.
რისთვის გამზარდა დედამ,
რისთვის მეტყოდა ნანას?
გადაქცეული ახოთ –
გრძნობაც ისეა, განა?
ჭალის ყანები ვნახოთ:
შენ რაღას იტყვი ყანა?
თვალი წაიღო სევდამ,
როგორ აჟრჟოლებს ყანას…
რისთვის გამზარდა დედამ,
რისთვის მეტყოდა ნანას?