პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე შეცდომა ქვეყნად რაოდენია ..

შეცდომა ქვეყნად რაოდენია,
(არ გეცინება და იცინი კი),
კაცი მგონია გმირი, გენია
და აღმოჩნდება უცებ ცინიკი.

მე მენანება მცდარი იმედი.
კვლავ დანარცხებად მიწას შთენია
აღტაცებული ცად განიმედი,
შეცდომა ქვეყნად რაოდენია!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button