პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე შიშველი

სიმაღლე ლაჟვარდთა,
ვარსკვლავთა სიმაღლე,
სიმაღლე ზამბახის!

ყელი გაქვთ გედივით მაღალი და სწორი!
ოჰ, თქვენს თმებს შეჰფერის დაფნა და ამბორი!

ელადა, ელადა!
აქ სული ატარებს თვის მსუბუქ სამოსელს, –
ასეთი სინათლით შუბლი უელავდა
ვენერა მილოსელს!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button