ახალი ამბებივიდეოკინემატოგრაფიაკულტურა
„სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის პრემიერა HBO-ზე 14 აპრილს შედგება
პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური, მერვე სეზონის პრემიერა 2019 წლის აპრილში შედგება, – ინფორმაციას HBO ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული სერია უფრო ხანგრძლივი იქნება ვიდრე წინა სეზონებში და მაყურებელი იხილავს ისეთ ბრძოლის სცენებს, როგორიც არასდროს უნახავთ!
როგორც არხის წარმომადგენლები ამბობენ, შოუს მასშტაბურობიდან გამომდინარე, მის გადაღებებს და შემდეგ მონტაჟს ძალიან დიდი დრო დასჭირდება. შესაბამისად, სერიალის ბოლო ექვსი სერია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება მაყურებელს.
ანონსი მასტიმულირებელი ვიდეოს მეშვეობით მოხდა, რომელიც მოიცავს წინა სეზონის კადრებსა და ტექსტს. თოთოეული ბრძოლა. თითოეული ღალატი.
თითოეული რისკი. თითოეული ჩხუბი. თითოეული თავგანწირვა. თითოეული სიკვდილი. ყველაფერი მხოლოდ ტახტისათვის!