იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – პირდაქცეული ბმოს მკურნალი


ჩემს უხუცესს ძმასთან მოვიდა ერთი სნეული. ყოველთა აქიმთა უკვირდა მისი სენი. ჩემმან ძმამან რქვა სხვათა: 

– ამა კაცსა გვამსა შიგან პირდაქცეული ბმო აბია; თვით არ გამოირწყვის, შაშარი არ მისწვდების და წამალი არ დაედების, რა ვუყოთ? 

მათ რგების ღონე ვერა თქვეს რა. მან ხუთი წურბელი მოასხმვვინა და ჩაანთქა.

კაცი იგი მკვდარს დაემსგავსა. თურე წურბელი ბმოს მოეკიდა და დახეთქა.

რა იდროვა ჩემმან ძმამან ერთი წამალი ჩაასხა, წურბელებიც წამოაგდო და მრავალი სისხლი და ბაყლი ედინა და მორჩა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button