
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე შრიალებს ჩალა
შემოდგომაა… შრიალებს ჩალა,
აჩალეს ჩალა, ზიდავენ შეშას,
როგორ აფიქრებს სამშობლო ჭალა
ჭაობის ვარდებს, დასილულ ნეშოს.
შემოდგომაა… დაყრუვდა შარა,
მოვიდა წვიმა, დამძიმდა ზვინი;
მოვა თუ არა, მოვა თუ არა? –
ოხვრით კითხულობს ცეცხლის შიშინი.