![გალაკტიონ ტაბიძე](/wp-content/uploads/2020/09/გალაკტიონ-ტაბიძე.jpg)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ჩემთვის სანატრელია ..
ჩემთვის სანატრელია მხოლოდ ეს ხმა, ეს ფერი.
მჯერა ბედს გაანათებს – (და მას მუდამ ველი მე)
ერთი ვარსკვლავთაგანი – (შეიძლება ვესპერი, –
შეიძლება ვენერა, ან და სხვა რომელიმე).
დაგინახავ თუ არა, გული ცემას ახშირებს
და ვერ ვბედავ გამოთქმას ოცდაათი წელია.
ღრმაა ის საიდუმლო, შენთან რომ მაკავშირებს
და ატანა სიმძიმის კიდევ უფრო ძნელია.