Hi-Techახალი ამბებიმეცნიერება

CRISPR-ის შემქმნელი: 5 წლის შემდეგ ყველანი დარედაქტირებული გენების მქონე საკვებს მივიღებთ

ხუთი წლის შემდეგ ყველა მივირთმევთ CRISPR-ის მიერ მოდიფიცირებულ საკვებს – მიიჩნევს გენეტიკოსი, რომელმაც შექმნა გენების რედაქტირების ეს დაუჯერებელი ტექნოლოგია. სანამ ეთიკის სპეციალისტები განიხილავენ CRISPR-ის სარგებლიანობას ჯანდაცვის სფეროში, ამ ინსტრუმენტის შემქმნელი თვლის, რომ იგი საუკეთესო გამოყენებას ჰპოვებს ადამიანის საკვების გაუმჯობესების საკითხში. – „ვფიქრობ, უახლოეს ხუთ წელიწადში ვიხილავთ CRISPR-ის გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ზეგავლენა განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო სეგმენტზე მოხდება“ – აცხადებს Jennifer Doudna, კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის გენიტიკოსი, რომელმაც შექმნა CRISPR 2012 წელს ბაქტერიებზე ექსპერიმენტირებისას.

CRISPR-ს გააჩნია ათობით პოტენციური გამოყენების შესაძლებლობა ისეთ დაავადებებში, როგორიცაა უჯრედული ანემია, სხვადასხვა ფორმის სიბრმავე. არც ისე დიდი ხნის წინ კი CRISPR-ინსტრუმენტის შესახებ საზოგადოებამ შეიტყო ფაქტით, რომელიც მეტად საკამათო აღმოჩნდა: ჩინელმა მეცნიერმა ინსტრუმენტის მეშვეობით დაარედაქტირა ტყუპი გოგონების დნმ, რის გამოც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მის ექსპერიმენტს უარყოფითად გამოეხმაურა თავად Jennifer Doudna-ც.

„არსებობს CRISPR-ის პრაქტიკული გამოყენების საშუალებები, რომელთა შედეგების ნახვას შევძლებთ სურსათის მაღაზიებსა და ფერმებში უახლოეს ათწლეულში“ – აცხადებს Doudna.

ინსტრუმენტის მიმზიდველობა კვების სეგმენტში მარტივია: იგი უფრო იაფი და ადვილია ტრადიციული სელექციის მეთოდებთან შედარებით, მათ შორის იმ მეთოდზეც, რომელიც ამჟამად გამოიყენება გენეტიკურად მოდიფიცირებული (გმო) კულტურების გამოსაყვანად. -„იქ, სადაც მცენარის გამოყვანის ტრადიციული მეთოდები ამა თუ იმ სახეობის გენომს ბლაგვი დანით ჭრიან, CRISPR-ინსტრუმენტი სკალპელის სიზუსტითა და სიფრთხილით მოქმედებს“.

CRISPR-ზე მუშაობა უკვე ხუთ წელიწადზე მეტია გრძელდება, თუმცა ამერიკულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაუშვეს CRISPR-პროდუქტების ბაზარზე გატანა.

ამ თემაზე გავრცელებული მწვავე გამოხმაურებების მიუხედავად Doodna თვლის, რომ CRISPR-საკვები ხელს შეუწყობს გმო-ს ირგვლივ დათესილი შიშის გაქრობას და გაზრდის ადამიანების ცნობადობას, თუ რა როლი გააჩნია მეცნიერებას სასოფლო მეურნეობაში. მისი აზრით, სხვა რომ არაფერი ითქვას, მილიარდობით ადამიანია გამოსაკვები.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button