Topზოგადი განათლება
TOP 6 ყველაზე რთულად დასამახსოვრებელი სიტყვა ინგლისურში!
1) Accommodate – მიცემა, დასახლება, შეგუება.
– რეალურად, ეს სიტყვა ინგლისურში საკმაოდ ხშირად გამოყენებადია, უბრალოდ, მისი მართლწერიდან და გამოთქმიდან გამომდინარე, შემსწავლელებს რთულად ეჩვენებათ.
2) Flabbergasted – გაოცებული, გაოცებისგან დაბნეული.
– საკმაოდ იშვიათად გამოიყენება ყოველდღიურ საუბარში და გამოთქმაც დამაბნეველია.
3) Superfluous – არასაჭირო, ზედმეტი.
– არც თუ ისე გავრცელებული სიტყვაა, თუმცა ლიტერატურულ ინგლისურში შესაძლოა ხშირად შევხვდეთ.
4) Onomatopoeia – ონომატოპეა, ხმაბაძვით წარმოშობილი სიტყვა, ხმაბაძვითი სიტყვა.
– მისი გამოთქმიდან და მართლწერიდან გამომდინარე, უკიდურესად იშვიათი ტერმინია.
5) Supercalifragilisticexpialidocious (ˌsuːpəkalɪfradʒɪlɪstɪkˌɛkspɪalɪˈdəʊʃəs) – საოცარი, გადასარევი.
– ამას კემბრიჯის ლექსიკონში უფრო სულელური ტერმინის სტატუსი აქვს მინიჭებული, რომელსაც, ძირითადად, ბავშვები გამოიყენებდნენ.
6) Conscious/ Counsciousness / Conscience / Unconscious / Unconsciousness – 1. გრძნობაზე და გონზე მყოფი, 2. შეგნება, გონება (არსებითი სახელი), 3. სინდისი, ნამუსი, 4. უგონოდ მყოფი, 5. უგონოდ ყოფნა, გულწასულობა.
– ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიტყვა საკმაოდ ხშირად გამოყენებადია, თუმცა დასამახსოვრებლად რთული, რადგან ტერმინები გამოთქმით, თითქოს, ჰგავს, მაგრამ მართლწერა დახლართულია.