პირველი გეიმერული Xiaomi Redmi სმარტფონის ანონსი მოსალოდნელია აპრილის ბოლოსთვის
ინტერნეტ წყაროების ინფორმაციით კომპანია Xiaomi Redmi ბრენდის პირველ გეიმინგ სმარტფონს დააანონსებს მიმდინარე თვის შუა პერიოდში ან ბოლოს. მოწყობილობა დაფუძნებული იქნება MediaTek-ის პლატფორმაზე.
მოწყობილობის მზადების შესახებ ადრე ისაუბრა Redmi-ს გენერალურმა მენეჯერმა Lu Weibing-მა. მისი თქმით, ახალი სმარტფონისთვის შერჩეულია პროცესორი Dimensity 1200 რვა ბირთვით (3.0 გჰც-მდე), გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G77 MC9 და 5G მოდემი.
როგორც ამჟამად გახდა ცნობილი, სმარტფონის კოდური დასახელებაა M2104K10x. მზადდება რამდენიმე რეგიონალური მოდიფიკაცია: მაგალითად, ჩინური ვერსიის კოდია M2104K10C. ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ ზოგიერთ ბაზარზე ახალი მოწყობილობის დებიუტი შესაძლოა შედგეს Poco ბრენდის სახელით.
მოწყობილობას ექნება AMOLED დისპლეი 120 ჰც კადრის განახლების სიხშირით, მრავალმოდულიანი კამერა 64-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორით და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი იქნება დამხმარე ფიზიკური ღილაკები თამაშების მართვისთვის.
ახალი Redmi იქნება ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი სმარტფონი, რომელიც სპეციალურად გეიმერებისთვის იქნება განკუთვნილი. მისი ფასი სავარაუდოდ 350 აშშ დოლარიდან დაიწყება.