
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ჩვენ ვხვდებით ისევ
ჩვენ ვხვდებით ისევ – უცნობი მხრიდან,
შენ, მეგობარო, მომეცი ხელი;
ჩვენ მეგობრები ვართ დიდი ხნიდან,
ჩვენ მეგობრები ვართ განუყრელი.
დგეხარ და უცდი, ვიცი, ვის ელი,
ახ, მეგობარო… ლოდინი ლოდის.
ჩვენ მეგობრები ვართ განუყრელი.
და ჰა, მესამეც… შეხედე, მოდის.