ავტომობილიახალი ამბები

Xiaomi საკუთარი ავტომობილის შექმნაზე მუშაობს – Mi Car-ის ანონსი უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი

ინტერნეტ-წყაროების ცნობით, ჩინური კომპანია Xiaomi ახლოს არის საავტომობილო სფეროში საკუთარი პროექტის ორგანიზებასთან. როგორც ამბობენ, ინიციატივას Xiaomi-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი Lei Jun უძღვება და კომპანიის გეგმები მეტად ამბიციურია.

მოარული ხმები იმის შესახებ, რომ Xiaomi თვალყურს ადევნებდა საავტომობილო ბაზარს, ერთი თვის წინ გავრცელდა. იმ დროს მიიჩნეოდა, რომ განიხილებოდა პროექტის რეალიზაციის სხვადასხვა ფორმა. ამჟამად კი წყაროები ამტკიცებენ, რომ საუბარი ეხება ავტომობილების გამოშვებას Xiaomi-ს მარკით. 

ასეთი მანქანები მიკუთვნებული იქნება საშუალო და ზედა ფასების სეგმენტებზე. ავტომობილებში, როგორც აღინიშნა, Xiaomi აპირებს აქტიურად გამოიყენოს საკუთარი ქმნილებები და უკვე გამოცდილი ტექნოლოგიები. დასაშვებია ვივარაუდოთ, რომ საუბარია მულტიმედია შესაძლებლობებსა და მძღოლის დამხმარე სხვადასხვა საშუალებაზე. 

image.jpeg

Lei Jun უკვე შეხვდა ჩინური მანქანამთმშენებელი კომპანია NIO-ს ხელმძღვანელობას ინიციატივის განხილვის მიზნით. ასევე ცნობილია, რომ პროექტის რეალიზების ფარგლებში Xiaomi აპირებს იმოქმედოს საავტომობილო ინდუსტრიის სხვა ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, რომელთა შორისაა BYD. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ Xiaomi საკუთარი მარკით გამოუშვებს ელექტრომობილებს – ტექნოლოგიური კომპანიები არ გამოიყენებენ ამოწურვად რესურსებს. 

ცნობილია, რომ პროექტის ამოქმედების თარიღი მალე გამოცხადდება – მარტის ბოლოს ან აპრილში. 

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button