ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მილიარდერი ტიუდორ ჯონსი Bitcoin-ს ინფლაციისგან დაზღვევად მიიჩნევს

ლეგენდარულმა ტრეიდერმა და hedge-ფონდ Tudor Investment-ის დამფუძნებელმა პოლ ტიუდორ ჯონსმა თავის მომხმარებლებს განუცხადა, რომ Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობას განიხილავს, როგორც დაზღვევას ცენტრალური ბანკების ამჟამინდელი პოლიტიკის წინააღმდეგ. ცენტრალური ბანკები ფულს ბეჭდავენ კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად. 

„იმისთვის, რომ მოხდეს მოგების მაქსიმიზირება, უნდა ფლობდეთ ყველაზე სწრაფ აქტივს. თუ ჩემი პროგნოზის მოსმენა გსურთ, მე ფსონს Bitcoin-ზე დავდებდი“ –  აღნიშნა ჯონსმა. 

მან მომხმარებლებს შესთავაზა ჩართონ Bitcoin-ფიუჩერსები პორტფელში, თუმცა დაამატა, რომ მათი წილი არ იქნება რამდენიმე პროცენტზე მეტი. 

image.png

ტიუდორ ჯონსმა შეისწავლა შესაძლო პოზიციები ოქროს, სახელმწიფო ობლიგაციების, ზოგიერთი აქციის, ვალუტისა და საქონლის კუთხით. მისი აზრით Bitcoin-ი დაგროვების საშუალებაა. მილიარდერი ამტკიცებს, რომ აქტივმა გაიარა გამძლეობისა და საიმედოობის გამოცდა ოთხ კრიტერიუმში: მსყიდველობითი უნარი, ლიკვიდურობა, პორტატულობა და საიმედოობა. 

image.jpeg

ტრეიდერმა Bitcoin-ი შეადარა ოქროს 1970-იან წლებში, როდესაც ინფლაციამ ამერიკული ბაზრები მოიცვა. 

მან პირველ კრიპტოვალუტაში ინვესტირება მოახდინა 2017 წელს და ისტორიული მაქსიმუმის სიახლოვეზე მყოფ პოზიციაზე გამოვიდა. 

„ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი Bitcoin-ის შეძენის სასარგებლოდ გახლავთ ვალუტის გაციფრულება“. 

image.jpeg

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button