რელიგიასურათებიუცნაური

აშურა – შიიტების სისხლიანი ტრადიცია

ისლამურ კალენდარში მუჰარამი პირველი თვეა. მუჰარამი იმ 4 წმინდა თვეს შორისაა, რომელთა დროსაც ომი აკრძალულია. გამომდინარე იქიდან, რომ მუსლიმები მთვარის კალენდარს იყენებენ, მუჰარამის პერიოდი გრეგორიანული აღრიცხვის მიხედვით სხვადასხვა დროს უწევს. მუჰარამი წარმოდგება არაბული სიტყვიდან “حرام‎ – ჰარამ”, რაც აკრძალულს ნიშნავს. ზოგიერთი მუსლიმი ამ დროს მარხულობს კიდეც.

მუჰარამის მეათე დღეს ეწოდება იაუმუ-ლ’აშურაჰ, რომელიც შიიტი მუსლიმებისთვის ცნობილია, როგორც ‘მწუხარების დღე’. ამ დღეს გარდაიცვალა იმამ ჰუსეინი (حسين بن علي بن أﺑﻲ طالب‎ – ჰუსაინ იბნ ალი იბნ აბუ თალიბ), წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი. ის VII საუკუნეში, ქარბალას ბრძოლის დროს მოკლეს პოლიტიკურმა მტრებმა 72 მოკავშირესთან ერთად. აშურა სწორედ მისდამი მიძღვნილი გლოვის დღეა.

აშურა არაბული სიტყვაა და ქართულად “მეათეს” ნიშნავს. ტრადიციის მიხედვით, აშურას დღეს კაცები და ბიჭები სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში მსვლელობას აწყობენ და მოთქვამენ, შიგადაშიგ შიშველი ხელით თუ ჯაჭვებით, ზოგჯერ კი ცივი იარაღითაც საკუთარ სხეულს ტკივილს აყენებენ და ამით სიმბოლურად იმ ტანჯვას განიცდიან, რაც იმამ ჰუსეინმა გადაიტანა 680 წელს.ქაბული (ავღანეთი), 2010 წლის 12 დეკემბერი. ავღანელი შიიტები ლოცულობენ აშურას დაწყების წინ

ქაბული, 2010 წლის 12 დეკემბერი. ავღანელ შიიტებს ლოცვისას ცრემლები სდით

ქაბული, 2010 წლის 12 დეკემბერი. ავღანელი შიიტი მოთქვამს ლოცვისას

ქაბული, 2010 წლის 12 დეკემბერი. ავღანელი შიიტები სხეულზე მუშტებს ირტყამენ

ქაბული, 2010 წლის 12 დეკემბერი. ავღანელი შიიტები თავს იმათრახებენ მუჰარამის მსვლელობისას

ქაბული, 2010 წლის 12 დეკემბერი. ავღანელი შიიტები ზურგზე მათრახებს ირტყამენ

ქაბული, 2010 წლის 12 დეკემბერი. პროცესიის ერთ-ერთი მონაწილე

ქაბული, 2010 წლის 12 დეკემბერი. საკუთარი თავის გამათრახების შემდგომ შიიტს სისხლი სდის

ქაბული, 2010 წლის 13 დეკემბერი. ფარდის უკნიდან გადაღებულ სურათზე მოსჩანს ავღანელი შიიტი ქალი, რომელსაც ბურქა ახურავს და ჩენდავოლის მეჩეთის გასასვლელთან დგას

ქაბული, 2010 წლის 13 დეკემბერი. შიიტები თავს იშოლტავენ

ქაბული, 2010 წლის 13 დეკემბერი. ავღანელი შიიტი ლოცულობს

ქაბული, 2010 წლის 13 დეკემბერი. ავღანელი შიიტი მამაკაცები მონაწილეობას იღებენ მუჰარამის პროცესიაში

კარაჩი (პაკისტანი), 2010 წლის 13 დეკემბერი. მამაკაცი რელიგიურ ნივთებს ყიდის

სრინაგარი (ინდოეთი), 2010 წლის 14 დეკემბერი. მუსლიმი მამაკაცი ჯაჭვზე მობმულ დანებს ზურგზე ირტყამს

სრინაგარი, 2010 წლის 14 დეკემბერი. ქაშმირელი შიიტი ბიჭი დანით ჭრილობებს იყენებს

სრინაგარი, 2010 წლის 14 დეკემბერი. პროცესიაში მონაწილე ერთ-ერთ მამაკაცს გამათრახების შემდეგ გული წაუვიდა. მის სხეულს სხვა დამტირებლები ზიდავენ

სრინაგარი, 2010 წლის 14 დეკემბერი. ქალები მკერდზე მღიჯს იცემენ

სრინაგარი, 2010 წლის 14 დეკემბერი. პროცესიის გასისხლიანებულ მონაწილეს სხვა მოხალისე სახეს უწმენდს

სრინაგარი, 2010 წლის 14 დეკემბერი. ქაშმირელი შიიტები სისხლის გუბესთან დგანან

აჰმედაბაბი (ინდოეთი), 2010 წლის 14 დეკემბერი. შიიტი მუსლიმი ზურგზე დანას ირტყამს

ჩენაი (ინდოეთი), 2010 წლის 14 დეკემბერი. შიიტები მკერდში მუშტებს იცემენ

ხანდა (ინდოეთი), 2010 წლის 14 დეკემბერი. ქაშმირელი შიიტი ნახშირებს ახურებს

ხანდა, 2010 წლის 14 დეკემბერი. ქაშმირელი შიიტი ცხელ ნახშირზე ფეხშიშველა დადის

ხანდა, 2010 წლის 14 დეკემბერი. ქაშმირელი შიიტი სანთლებს ანთებს

სრინაგარი, 2010 წლის 14 დეკემბერი. ქაშმირელი შიიტები ცერემონიას ესწრებიან

ქარბალა (ერაყი), 2010 წლის 14 დეკემბერი. ინდოელი შიიტები სხეულზე გაშლილ ხელებს ირტყამენ

ლაჰორე, 2010 წლის 15 დეკემბერი. შიიტი ბიჭი ცხელ ნახშირზე დადის

სრინაგარი, 2010 წლის 15 დეკემბერი. შიიტი მუსლიმი უზარმაზარი დანით ჭრილობებს იყენებს

ქაბული, 2010 წლის 16 დეკემბერი. ავღანელ შიიტ ბიჭს პროცესიისას დროშა უჭირავს

ქაბული, 2010 წლის 16 დეკემბერი. ავღანელი შიიტი ჯაჭვებს ამზადებს გამათრახებისთვის

სრინაგარი, 2010 წლის 16 დეკემბერი. ქაშმირელი შიიტი დანებს ირტყამს

ქერბალა, 2010 წლის 16 დეკემბერი. პილიგრიმი რკინის ჯაჭვებს ირტყამს ზურგსა და თავზე

ბეირუთი (ლიბანი), 2010 წლის 16 დეკემბერი. ლიბანელი შიიტი შუბლზე ხმლით ღრმა ჭრილობას იყენებს

ბეირუთი, 2010 წლის 16 დეკემბერი. ლიბანელი შიიტი მოხალისეს სამართებლით უჭრის შუბლს

ბეირუთი, 2010 წლის 16 დეკემბერი. ლიბანელი შიიტი, მას შემდეგ რაც სამართებლით შუბლი გაიჭრა, ბოთლიდან წყალს სვამს

ბეირუთი, 2010 წლის 16 დეკემბერი. ლიბანელი შიიტი ბავშვები ლოზუნგებს მღერიან

ბეირუთი, 2010 წლის 16 დეკემბერი. შიიტის შუბლიდან ჩამოღვენთილი სისხლი მკერდზე შრება

ბეირუთი, 2010 წლის 16 დეკემბერი. ჰეზბოლას ლიბანელი წევრები სამგლოვიარო ცერემონიას ატარებენ

ლაჰორე, 2010 წლის 16 დეკემბერი. შიიტი მუსლიმები თავს იშოლტავენ

ლაჰორე, 2010 წლის 16 დეკემბერი. შიიტები მორთულ ცხენს ეხებიან მუჰარამის მსვლელობისას

კარაჩი, 2010 წლის 16 დეკემბერი. მუჰარამის პროცესიამდე შიიტები ერთხმად გასძახიან რელიგიურ ლოზუნგებს

დაკა (ბანგლადეში), 2010 წლის 17 დეკემბერი. გამათრახების შედეგად დასისხლიანებული შიიტები

დაკა, 2010 წლის 17 დეკემბერი. მუსლიმები დანებიან ჯაჭვებს ირტყამენ ტანზე

დაკა, 2010 წლის 17 დეკემბერი. შიიტი მუსლიმი თავის რიგს უცდის, რათა მათრახები დაირტყას სხეულზე

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button