
ლიტერატურაპოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ცა თოვლით ფენილი
ცა ვარსკვლავების თოვლით ფენილი
აქანებს თვალებს.
ოჰ, რანაირად ხარ მოწყენილი,
რა ეფემერა გკლავს და გაწვალებს?
ბაღი ლანდებით ანადევნები
მთვარეულ სიზმრით ავსებენ მაისს
და შადრევნების მძიმე მტევნებით.