ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიკომპიუტერული ტექნოლოგია

MSI ატარებს Ethereum-ის მოპოვების ექსპერიმენტს GeForce RTX 3080 ვიდეო დაფის მქონე გეიმინგ ლეპტოპით

უკვე რამდენიმე თვეა გრაფიკული ადაპტერების ბაზარზე არა მხოლოდ ამჟამინდელი, არამედ ძველი თაობების მოდელების მწვავე უკმარისობაა და ის იშვიათი ვიდეო დაფები, რომლებიც ჯერ კიდევ მოიპოვება მაღაზიების ასორტიმენტში, წარმოდგენილია მნიშვნელოვნად გაბერილი ფასებით. რამდენიმე მიზეზი არსებობს, რამაც გავლენა მოახდინა ამ სიტუაციის გაჩენაზე – ეს არის გადამყიდველების ქმედებები, კომპონენტების ნაკლებობა წარმოებისთვის და კრიპტოვალუტის მომპოვებელთა მზარდი ინტერესი რიგი გრაფიკული ადაპტერების მიმართ, რაც მათ საშუალებას აძლევს მოიპოვონ სანუკვარი „მონეტები“.

ამავე დროს, ვიდეო დაფების დესკტოპ მოდელების დეფიციტის გამო მაინერები ეძებენ მაინინგის ორგანიზების ახალ შესაძლებლობებს და ზოგიერთმა კომპანიამ გადაწყვიტა მათთვის მიენიშნებინა შესაძლო ალტერნატიულ გადაწყვეტილებებზე: MSI-ს ოფიციალურ ბლოგზე რესურს VideoCardz-ის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს GE76 Raider სერიის გეიმინგ ლეპტოპის მეშვეობით Ethereum-ის მოპოვების ჩანაწერი და ილუსტრირებული მეთოდი.

წყაროს მიერ წარმოდგენილი დემონსტრაციის მიხედვით, Ethereum-ის მოპოვებისას NVIDIA GeForce RTX 3080 ვიდეო დაფის მქონე ლეპტოპის ჰეშრეითის სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 52-53 MH/s-ს ალგორითმ DaggerHashimoto-ს გამოყენებისას, რაც შეესაბამება დესკტოპ GeForce RTX 3070 დაფის მიერ მიღწეულ შედეგს. 

image.jpeg
image.jpeg

ფოტოს წყარო: MSI 

ავტორი აცხადებს, რომ ექსპერიმენტი გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც იგი შედეგებს გაუზიარებს ფართო საზოგადოებას. 

რამდენიმე კვირის წინ მაინინგის პოპულარიზაცია შეინიშნა ZOTAC-ში, თუმცა მალევე კომპანიამ გადაიფიქრა და თავისი მაინინგ-ფერმის რეკლამა წაშალა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button