ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მოსაზრება: ციფრული იუანი გახდება ერთ-ერთი უდიდესი რისკი კრიპტოვალუტებისთვის

ბაზრის სპეციალისტი ფილიპ გილესპი იძლევა გაფრთხილებას, რომ ჩინეთის განზრახვა – გამოუშვას ციფრული იუანი, კარგს არაფერს უქადის Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების მომავალს.

კომპანია B2C2 Japan-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვების შემდეგ ქვეყანამ შესაძლოა შეზღუდოს კრიპტოვალუტების სფერო:

”როდესაც ციფრული იუანი გამოვა, ეს იქნება კრიპტოვალუტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი.”

გილესპი ფიქრობს, რომ ახალმა მარეგულირებელმა ზომებმა შეიძლება შეაჩეროს ლიკვიდურობის უზარმაზარი რაოდენობა ჩინეთის ბაზრიდან, რადგანაც რეგიონში მაღალია Tether-ის (USDT) აკრძალვის ალბათობა. ტოკენის იუანში კონვერტაცია ჩინეთში უკვე აკრძალულია, თუმცა Bitcoin-ითა და სხვა ციფრული ვალუტებით ვაჭრობის დროებით გადაწყვეტილებად მოქალაქეები იყენებენ დოლარზე მიბმულ Stablecoin Tether-ს.

გილესპი მიიჩნევს, რომ თუკი ჩინეთი USDT-ის გამოყენებას აკრძალავს, შესაძლოა მოხდეს ლიკვიდურობის მასიური შოკი:

„ვფიქრობ, დაიწყება პანიკური მასიური გაყიდვები“.

თუმცა კომპანიის ტექნიკური დირექტორი პაოლო ადროინო არ მიიჩნევს CBDC-ს Stablecoin-ებისთვის საფრთხედ:

„Tether-ის წარმატებამ აჩვენა, როგორ შეიძლება იმუშაოს CBDC-მ. ამას გარდა, CBDC ხელმისაწვდომი არ იქნება Ethereum-ის ან Bitcoin-ის საჯარო ბლოკჩეინებზე. ეს სექტორი დარჩება კერძო სახით გამოცემულ Stablecoin-ებს“.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button