ლიტერატურაპოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ცხოვრება ჩემი
ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,
იგი ელვარებს, საბოლოოდ დაშრება ვიდრე,
მასში დიდება პოეტისა მე დავიმკვიდრე,
რომლის გარეშე – უკვდავებაც არაფერია.
თეთრი დღეების ისევ ისე მიჰყვება დასი,
არ მომწყინდება სადღეგრძელოდ ავწიო თასი
თქვენი, რომელთა გატაცება… მხოლოდ… ჟინია.
მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია.