ლიტერატურაპოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ძველი ხელები წყდება კალიპსოს

მოვიდა ვიღაც ცეცხლივით ზანტი,
გადაულოცა გზას ამიდები,
სადღაც წყვდიადში გაჰკრა ასანთი
და ააფეთქა დინამიტები.
ავარდა ალი, მთები იწვიან,
ალმა შფოთიან ზღვას მიუწია,
ქვეყანა ცეცხლმა შორს გაიწვია
და დროს დაარქვა - რევოლჲუცია.
ძველი ხელები წყდება კალიპსოს,
მიჰქრის მერანი აპოკალიპსის.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button