Microsoft-ი აპირებს Xbox Live-ში გააერთიანოს Xbox-ის, Nintendo Switch-ის, PC-ისა და მობილური მოწყობილობების მოთამაშეები
Microsoft-ს არაერთხელ აქვს აღნიშნული, რომ პლატფორმების გადაკვეთის წინააღმდეგი არ არის. და ამჯერად როგორც ჩანს, კომპანიამ გადაწყვიტა სიტყვებიდან საქმისკენ გადაინაცვლოს. Game Developers Conference-ის (GDC) ოფიციალურ საიტზე მოცემულია Microsoft-ის პრეზენტაცია, რომლის თანახმადაც კორპორაცია გეგმავს, განავითაროს სერვისი Xbox Live და მასში დანერგოს Nintendo Switch-ისა და მობილური მოწყობილობების (iOS/Android) მხარდაჭერა. ამჟამად Xbox Live ძირითადად მუშაობს Xbox-სა და პერსონალურ კომპიუტერებზე.
ყველა ზემოთხსენებული პლატფორმის მფლობელს შეეძლება ისარგებლოს Xbox Live-ის ფუნქციებით. Microsoft-ის აზრით, ამგვარი გადაწყვეტილება გეიმინგ-ანტრეპრენერებს საშუალებას მისცემს – დაინგრეს ბარიერები პლატფორმებს შორის. საერთო ჯამში Xbox Live სამომავლოდ თეორიულად მოიცავს ორ მილიარდ მოწყობილობას. ამჟამად ეს რიცხვი დაახლოებით ოთხას მილიონს შეადგენს.
მარტის შუა რიცხვებში გაიმართება კონფერენცია GDC 2019 – სწორედ ამ პერიოდშია მოსალოდნელი სრულფასოვანი დეტალების გახმაურება.