ახალი ამბებიტექნოლოგია

Facebook მუშაობს სმარტ-საათზე და მის გამოშვებას მომდევნო წლისთვის გეგმავს

ონლაინ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Facebook გახმაურების გარეშე დაკავებულია Android-ის ბაზაზე სმარტ-საათის შექმნით. სიახლის შესახებ წერს გამომცემლობა The Information საკუთარ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

არსებული ცნობების თანახმად, სამომავლო სმარტ-საათის მეშვეობით მოხდება შეტყობინებების გაცვლა Facebook-ის სერვისების გამოყენებით, აგრეთვე მხარდაჭერილი იქნება ფუნქციები, რომლებიც ხელს შეუწყობს სპორტით დაკავებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თვალყურის დევნებას. ამრიგად, სმარტ-საათი გახდება სოციალური მედიის გიგანტის მზარდი აპარატული ეკოსისტემის ნაწილი, რომელშიც უკვე შედის ვირტუალური რეალობის ჰედსეტი Oculus, სმარტ-დისპლეი Portal და ა.შ.

ინფორმატორი ამბობს, რომ Facebook-ის სმარტ საათის პირველი ვერსია პროგრამულ პლატფორმა Android-ზე იმუშავებს, თუმცა სამომავლოდ კომპანია გეგმავს საკუთარი ოპერაციული სისტემის დანერგვას, რომლის შემუშავება უკვე დაწყებულია. ასევე ცნობილია, რომ სმარტ-საათი მობილური ოპერატორების ქსელებში იმუშავებს სმარტფონთან სინქრონიზაციის გარეშე. სავარაუდოდ, მოწყობილობის პირველი ვერსია ფართო საზოგადოების წინაშე წარდგება 2022 წელს.

Facebook-ის აპარატული ეკოსისტემის გაფართოების გეგმები საიდუმლოს არ წარმოადგენს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის 6 ათასზე მეტი თანამშრომელი მუშაობს სხვადასხვა პროექტის რეალიზაციაზე შერეული და ვირტუალური რეალობის სფეროებში, აგრეთვე ექსპერიმენტალურ ინიციატივებზე – Facebook Reality Labs განყოფილებაში. ცნობილია ისიც, რომ Facebook მუშაობს სმარტ-სათვალეზე ბრენდ Ray-Ban-თან ერთად და იგი მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა გამოვიდეს.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button