ჩინეთში მალე ამოქმედდება მაგნიტური დაკიდების სისტემის მქონე მატარებელი 600 კმ/სთ სიჩქარით
ჩინური წყაროების მონაცემებით ცინდაოში იწყება მუშაობა მაგნიტური დაკიდების სისტემის მქონე ხუთ მატარებელზე – ე.წ. მაგლევებზე. იმის გათვალისწინებით, რომ მაგლევები მოძრაობენ მაგნიტურ პლატფორმაზე, მათ სიჩქარეზე არსებით გავლენას ახდენს მხოლოდ სალონისა და შემადგენლობის აეროდინამიკა. ჩინური მაგლევების მაქსიმალური სიჩქარეა 600 კმ/სთ, თუმცა დაუშვებს თუ არა ამ სიჩქარეს შესაბამისი პროფილის სამინისტრო, ჯერ უცნობია.
ამჟამად ჩინეთში, შანხაიში მოქმედებს მაგლევ-მატარებლის ერთი ხაზი. ქვეყანაში არსებული მაღალი სიჩქარის მქონე მატარებლებიდან ექსპლუატაციაშია CR400 „Fuxing“ წყვილ ბორბლებზე. მას შეუძლია 400 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, მაგრამ შეზღუდულია მოძრაობის წესების თანახმად 350 კმ/სთ სიჩქარემდე. პერსპექტიულ მაგლევებს გადაადგილების საფუძვლად არ აქვთ ბორბლები და ისინი შეძლებენ მგზავრების გადაყვანას 600 კმ/სთ-მდე სიჩქარით, რაც ახლოსაა საჰაერო მიმოსვლის ტემპთან.
ახალი მაგლევი-მატარებელი შექმნა China Railway Rolling Stock Corporation (CRRC) სახელმწიფო კორპორაციამ, რომელიც მსოფლიოში რკინიგზის სატრანზიტო აღჭურვილობის უმსხვილესი მომწოდებელია. დაპირების თანახმად, მაგლევი კომერციულ წარმოებაში გაეშვება 2021 წელს მასშტაბური გამოცდების შემდეგ. ცხადია, მან ამ დრომდე გაიარა ყველა საჭირო შემოწმება და მალე გახდება ჩინეთის განუყოფელი ნაწილი.