ლიტერატურამოთხრობანოველა

ჩარლზ ბუკოვსკი – მკვლელები

ჰარი საწყობიდან გამოვიდა და ალემედას ქუჩაზე მიდიოდა, ბარ პედროში ხუთ ცენტიანი ყავის დასალევად. ადრიანი დილა იყო, მაგრამ კარგად ახსოვდა, ბარი ხუთ საათამდე არ იღებოდა. ამ ბარში ორი საათი დაჯდებოდი ერთი ჭიქა ყავის დასალევად. ცოტას ცხოვრებაზე დაფიქრდებოდი.
გაიხსენებდი სად შეცდი, სად იყავი მართალი.
ბარი ღია იყო. მექსიკელმა გოგომ რომელმაც ყავა მოართვა, ჰარის ისე შეხედა თითქოს ეს უკანასკნელი ადამიანი ყოფილიყო. საწყალს ცხოვრების არაფერი გაეგებოდა. კარგი გოგო. ხო, საკმაოდ კარგი გოგო. ახლა ყველა გოგო სადარდებელს ნიშნავდა. ყველაფერი საზრუნავს ნიშნავდა.
ერთი გამონათქვამი გაახსენდა, რომელიც სადღაც მოისმინა: “ცხოვრების განმარტება დარდიაო.”
ჰარი ერთერთ ძველ მაგიდას მიუჯდა. ყავას არა უშავდა. ოცდათვრამეტი წლის ასაკში ცხოვრებას ასრულებდა. ყავა მოწრუპა და გაიხსენა სად შეცდა და სად იყო მართალი. უბრალოდ გადაიღალა სადაზღვეო თამაშით, პატარა კანტორებით და მაღალ მინებიანი ტიხრებით, კლიენტებით. უბრალოდ, დაიღალა ცოლის მოტყუებით, მდივნების ხახუნით ლიფტში და ჰოლში.
დაიღალა საშობაო, საახალწლო და დაბადების დღის წვეულებებით, ახალი მანქანის და ავეჯის გადასახადით—შუქის, გაზის, წყლის—მთელი საარსებოდ აუცილებელი საჭიროებით.
დაიღალა და მორჩა, სულ ესაა. განქორწინების და სმის დროც საკმაოდ მალე მოახლოვდა, უცებ ცხოვრების რიტმიდან ამოვარდა.
მას არაფერი გააჩნდა, მისდა გასაკვირად აღმოაჩინა, რომ არქონაც რთული იყო. ეს სხვა ტიპის ტვირთი იყო. ნეტავი, მათ შორის რამე შუალედი იყოს. როგორც ჩანდა, ადამიანს მარტო ორი არჩევანი ჰქონდა — მეძავის ან მათხოვრის.
როცა ჰარიმ თავი ასწია, მოპირდაპირე მაგიდაზე მამაკაცი ჩამოჯდა, ხუთცენტიანი ყავით ხელში. დაახლოებით ორმოცი წლის უნდა ყოფილიყო. ჰარივით ღარიბად ეცვა. მამაკაცმა თამბაქო გაახვია და მოწევისას ჰარის გახედა.
“საქმები როგორაა?”
“ეგეც საკითხავია,” უპასუხა ჰარიმ.
“ჰო, მგონი ასეა.”
ისხდნენ და ყავას სვამდნენ.
“გასაკვირია, ასე რატომ ემართებათ.”
“ჰო,” თქვა ჰარიმ.
“ სხვათაშორის, თუ გაინტერესებთ, უილიამი მქვია.”
“ მე ჰარის მეძახიან.”
“შეგიძლიათ ბილი დამიძახოთ.”
“მადლობთ.”
“ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ჩიხში ხართ მომწყვდეული.”
“წანწალით დავიღალე, საშინლად დავიღალე.”
“ჰარი, საზოგადოებაში დაბრუნება გინდათ?”
“არა, სულაც არა.
მაგრამ ამ მდგომარეობიდან მინდა ამოსვლა.”
“თვითმკვლელობა არსებობს.”
“ ვიცი.”
“ მომისმინე”, თქვა ბილიმ, “იმისთვის, რომ ამოვისუნთქოთ, ცოტა ნაღდი ფული გვჭირდება.”
“მართლაც. მაგრამ როგორ ?”
“ ეს ცოტა რისკთანაა დაკავშირებული.”
“ მაინც როგორ რისკთან?”
“ადრე სახლებს ვძარცვავდი. არც ისე ცუდია. კარგი პარტნიორი მყავდა.”
“ თანახმა ვარ. მზად ვარ ნებისმიერი საქმე ვცადო. მომბეზრდა წყალწყალა ლობიო, დაძველებული ფუნთუშები, მისიონერები, მქადაგებლები, ხვრინვა.
“ერთადერთი პრობლემაა, თუ როგორ მივაღწიოთ სამოქმედო ადგილს,” თქვა ბილიმ.
“ ორი დოლარი მაქვს.”
“ კარგი, დაახლოებით შუაღამისთვის შემხვდი. ფანქარი გაქვს?” “არა.
მოიცა. ვინმეს გამოვართმევ.”
ბილი დაბრუნდა ფანქრის ნატეხით ხელში. ხელსახოცი აიღო და ზედ დააწერა.
“ ბევერლი ჰილზის ავტობუსს გაჰყევი და ავტობუსის მძღოლს თხოვე აქ ჩამოგსვას. ჩრდილოეთით ორი კვარტალი ფეხით გაიარე. იქ დაგელოდები. ამას ხომ შეძლებ?”
“იქ მოვალ.”
“ცოლ-შვილი გყავს? ჰკითხა ბილიმ. ”ადრე მყავდა,” უპასუხა ჰარიმ.
იმ ღამეს ციოდა.
ჰარი ავტობუსიდან ჩამოვიდა და ჩრდილოეთით ორი კვარტალი ფეხით გაიარა. ბნელოდა, ძალიან ბნელოდა. ბილი იდგა და გახვეულ თამბაქოს ეწეოდა, მოფარებულში, დიდი ბუჩქის გვერდით.
“გამარჯობა, ბილ.”
“გამარჯობა, ჰარი. მზად ხარ სარფიანი კარიერის დასაწყებად?”
“მზად ვარ.”
“ ძალიან კარგი. აქაურობა კარგად შევათვალიერე. მგონი კარგი ადგილი შევარჩიე ჩვენთვის. იზოლირებული.
ფულის სუნი მცემს. გეშინია?”
‘’არა. არ მეშინია.”
“მშვენიერია. მოეშვი და გამომყევი.”
ჰარი ბილის გაყვა ტროტუარზე, ერთი კვარტალი და ნახევარი გაიარეს, შემდეგ ბილი ბუჩქებში შევიდა და დიდ მდელოზე გავიდა. ორსართულიანი სახლის უკან დადიოდნენ. ბილი უკანა ფანჯარასთან შეჩერდა. ფანჯრის დამცავი ბადე დანით გაჭრა, შემდეგ მშვიდად იდგა და უსმენდა.
სასაფლაოსავით იყო. ბილმა ბადე გაარღვია და ფანჯარას მოაშორა. ამას კარგა ხანი მოანდომა და ჰარიმ გაიფიქრა: “ღმერთო. საქმე მოყვარულთან მაქვს. ვიღაც გიჟთან ვარ”. შემდეგ ფანჯარა გაიღო და ბილი შეძვრა. ჰარის მისი მოფართხალე საჯდომის დანახვა შეეძლო.
ეს სასაცილოა, ფიქრობდა ის. არაკაცური საქმეა.
“ ამოდი,” შიგნიდან ჩუმად გასძახა ბილიმ.
ჰარი შეძვრა. სახლს ფულის და ფუფუნების სუნი ასდიოდა.
“ ღმერთო. ბილ. ახლა მეშინია. ეს შეუძლებელია.”
“ასე ხმამაღლა ნუ ლაპარაკობ. ხომ გინდა წყალწყალა ლობიოს თავი დააღწიო?”
“კი.”
“მაშინ კაცურად მოიქეცი.”
სანამ ბილი უჯრებს ნელა აღებდა და ნივთებს ჯიბეში იყრიდა, ჰარი იდგა. სასადილო ოთახში აღმოჩნდნენ.
ბილი ჯიბეში იტენიდა კოვზებს, დანებს და ჩანგლებს. ამითი რა უნდა მოვიგოთ? ფიქრობდა ჰარი.
ვერცხლის საგნები ბილიმ პალტოს ჯიბეში ჩაიდო. უცებ დანა დაუვარდა. უხალიჩო გაპრიალებულ იტაკაზე წკრიალის ხმა გაისმა.
“ვინ არის?”
ბილიმ და ჰარიმ არ უპასუხეს.
“ვინ არის მეთქი?”
“რა ხდება, სეიმურ?” გაისმა გოგონას ხმა.
“მგონი რაღაც ხმა მომესმა და გამომეღვიძა.”
“ოჰ, დაიძინე.”
“არა. რაღაც ხმა გავიგე.”
ბილიმ და ჰარიმ გაიგეს, ლოგინის ჭრიალი და მამაკაცის სიარულის ხმა. მამაკაცმა კარი გააღო და სასადილო ოთახში აღმოჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცი დაახლოებით 26 ან 27 წლის, ბლანჟეთი და გრძელი თმით პიჟამოში ჩაცმული იდგა.
“ჰეი, იდიოტებო აქ ჩემს სახლში რას აკეთებთ?
ბილი ჰარისკენ შეტრიალდა.
”საძინებელში შედი.
იქ შეიძლება ტელეფონია, ნახე გოგო დარეკვას ხომ არ აპირებს. ამას მე მივხედავ.”
ჰარი საძინებლისკენ გაემართა, შესასვლელი იპოვა, შევიდა და დაინახა ახალგაზრდა 23 წლის გრძელ თმიანი ქერა, გოგონა მკერდმოღეღილი ხალათით. ტუმბოზე ტელეფონი იდგა, თუმცა ის მის გამოყენებას არ აპირებდა. შეშინებულმა ხელის ზურგი პირზე აიფარა. ლოგინიდან წამოდგა.
“არ იყვირო, თორემ მოგკლავ.” უთხრა ჰარიმ.
ჰარი იდგა და დაჰყურებდა. მისი ცოლი გაახსენდა, ასეთი არც დასიზმრებია. ოფლი ასხამდა და თავბრუ ეხვეოდა, ერთმანეთს მიშტერებოდნენ.
ჰარი ლოგინზე ჩამოჯდა.
“ ჩემს ცოლს თავი დაანებეთ, თორემ მოგკლავთ!” თქვა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ბილს ოთახში შემოეყვანა, გადაგრეხილი ხელებით და ზურგზე მიბჯენილი დანის წვერით.”
“არავინ აპირებს შენს ცოლს რამე დაუშავოს.
მხოლოდ თქვი ეს წყეული ფული სად გაქვს შენახული და წავალთ.”
“ხომ გითხარით, რაც მაქვს ამ საფულეშია.”
ბილმა გადაგრეხილ მკლავზე მოუჭირა და დანა უფრო ახლოს მიიტანა. ახალგაზრდა მამაკაცი შეკრთა.
“ სამკაული,” თქვა ბილიმ.” სამკაულთან მიმიყვანე.”
“ზედა სართულზეა.”
“ კარგი. იქ მიმიყვანე!”
ოთახიდან გასვლისას ჰარიმ ბილის თვალი გააყოლა და შემდეგ ისევ გოგოს მიაჩერდა და გოგო მას, რომელსაც ლურჯი თვალების გუგები შიშისაგან გაფარდოებოდა.
“არ იყვირო თორემ მოგკლავ. ყვირილით შენს მოკვლაში უფრო დამეხმარები!” უთხრა ჰარიმ
გოგანამ კანკალი დაიწყო. სახის და ტუჩების ფერი მკრთალი ვარდისფერი გაუხდა. ჰარი გაუპარსავი და ამყრალებული იყო, გოგონა კი თეთრი, ნაზი, ფაქიზი, აცახცახებული. ჰარიმ თმებში ჩაავლო ხელი.
თავი გადაუწია და თვალებში ჩახედა. ”შე, წყეულო კახპავ!” თქვა მან და აკოცა, მეორე ჯერზე უფრო მაგრად. ლოგინზე ზურგით დაეცნენ. მამაკაცი შარვლის გახდას ფეხებით ცდილობდა და ქალისთვის ხელი ჩაევლო. შემდეგ, შარვლის გახდა დაიწყო და თან ქალს ხელს უჭერდა და კოცნიდა. ”შე, კახპავ, შე, წყეულო კახპავ..
“ ო, არა! ღმერთო ჩემო!, არა! ოღონდ ჩემი ცოლი არა, თქვე ნაძირლებო!”
ჰარის მათი შემოსვლა არ გაუგია. ახალგაზრდა მამაკაცმა ყვირილი მორთო.
შემდეგ ჰარის ბუყბუყის ხმა მოესმა. წამოდგა და ირგვლივ მოიხედა. ყელგამოჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ძირს ეგდო და სისხლი რითმულად იღვრებოდა იატაკზე.
“ შენ ის მოკალი!” აღმოხდა ჰარის.
“ სხვა გზა არ იყო, ყვიროდა.”
“არ უნდა მოგეკლა.”
“ მაშინ, მისი ცოლი არ უნდა გაგეუპატიურებინა.”
“ არ უნდა გამეუპატიურებინა მისი ცოლი და შენც, არ უნდა მოგეკლა ის.”
შემდეგ, ცოლმა დაიწყო ყვირილი. ჰარიმ პირზე ხელი ააფარა.
“რა უნდა ვქნათ?” იკითხა მან.
”ესეც უნდა მოვკლათ. მოწმეა.”
“ ამას ვერ მოვკლავ,” თქვა ჰარიმ
“მაშინ, მე მოვკლავ,” თქვა ბილიმ
“ასე უბრალოდ, ხომ არ მოვკლავთ.”
“ მიდი გააგრძელე.”
“ პირში რამე ჩატენე.”
“ მივხედავ,” თქვა ბილიმ. კარადის უჯრიდან შარფი ამოიღო და პირში ჩატენა. “ მიდი,” თქვა ბილიმ.
გოგონა არ შეწინააღმდეგებია.
შოკურ მდგომარეობაში იყო.
როცა ჰარიმ გააუპატიურა, ბილის ჯერი დადგა. ჰარი უყურებდა. აი, როგორ ხდებოდა მთელს მსოფლიოში, როცა დამპყრობელი ჯარი შემოდიოდა, დამპრყრობლებს დამარცხებულთა ქალები თან მიჰყავდათ. ისინიც ახლა დამპყრობელ ჯარს ჰგავდნენ.
ბილი ჩამოქვეითდა. ”ჯანდაბა, მართლა კარგი იყო.”
“ მომისმინე, ბილ, არ მოვკლათ.”
“გაგვცემს. მოწმეა.”
“თუ სიცოცხლეს ვაჩუქებთ, არ გაგვცემს. გაუხარდება, რომ ცოცხალი დარჩა.”
“გაგვცემს.
ადამიანის ბუნებას ვიცნობ. მოგვიანებით მაინც გაგვცემს.”
“რატომ არ უნდა გაგვცეს იმ საქმისთვის რაც ჩავიდინეთ?”
“მეც ამას არ ვამბობ? რატომ უნდა გავუშვათ?” თქვა ბილიმ.
“ მოდი, მას ვკითხოთ. ვალაპარაკოთ. ვკითხოთ რას ფიქრობს.”
“მშვენივრად ვიცი რასაც ფიქრობს. უნდა მოვკლა.”
“ გთხოვ, არ გინდა ბილ. ცოტა წესიერება ვაჩვენოთ.”
“ცოტა წესიერება ვაჩვენოთ? ახლა? უკვე ძალიან გვიანია. თავიდანვე კაცურად, რომ მოქცეულიყავი და თავი შეგეკავებინა..…
“არ მოკლა, ბილ.
ვერ.. გადავიტან..”
“ზურგით შეტრიალდი.”
“ბილ, გთხოვ..”
“ხომ ვთქვი, შებრუნდი მეთქი!”
ჰარი შებრუნდა. ხმა არ ქონდა. წუთები გავიდა.”
“ბილ, მოკალი?”
“კი. მობრუნდი და ნახე.”
“არ მინდა. წავიდეთ. აქედან წავიდეთ.”
იმავე ფანჯრიდან გავიდნენ, რომლითაც შემოვიდნენ.
ღამე უფრო ცივი იყო. სახლის მოფარებული მხრიდან, მესერთან გავიდნენ.
“ბილ?”
“ხო?”
“ახლა უკეთ ვგრძნობ თავს, თითქოს ეს არასოდეს მომხდარა.”
“ეს მოხდა.”
უკან ავტობუსის გაჩერებასთან დაბრუნდნენ. ღამით ავტობუსები იშვიათად დადიოდნენ. ერთი საათი მაინც მოუწევდათ ლოდინი. იდგნენ და ერთმანეთის ტანსაცმელზე სისხლის ლაქებს ეძებდნენ., მათდა გასაოცრად არ აღმოჩნდა. თამბაქო შეახვიეს და მოუკიდეს.
უცებ ბილიმ გადმოაფურთხა.
“ღმერთმა დასწყევლოს.
ოჰ, ღმერთმა დასწყევლოს ეს ყველაფერი.!”
“რაშია საქმე, ბილ?”
“საფულე დაგვრჩა!”
“ჯანდაბა,” თქვა ბილიმ.
(მთარგმნელი გაგუა ნანა)

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button