განახლებული Tesla Model S და Model X გადავიდა 12-ვოლტიან ლითიუმის ბატარეებზე
უმეტეს ელექტრომობილში გამოიყენება ცალკეული ტრადიციული 12-ვოლტიანი ბატარეები ფოტოტექნიკის, ბორტის მულტიმედიისა და „ელექტროპაკეტის“ კვებისთვის. მსგავსი განაწილება საშუალებას იძლევა არ შეიქმნას დამოკიდებულება აკუმულატორის მდგომარეობაზე. Tesla-მ განახლებულ Model S-სა და Model X-ში დამახმარე აკუმულატორი ჩაანაცვლა ჩვეული ნომინალური ძაბვის მქონე ლითიუმის ბატარეით.
ეს ინოვაცია ილონ მასკის კომენტარების მითითებით რესურს Electrek-მა გაავრცელა. Tesla-ს დამფუძნებლის თქმით, ლითიუმის ბატარეა უზრუნველყოფს გაზრდილ მოცულობას ტრადიციულ ტყვია-მჟავის შემცველ აკუმულატორთან შედარებით, აგრეთვე შეუძლია გაუძლოს დამუხტვისა და დაცლის უფრო მეტ ციკლს ისე, რომ არ ჩამორჩეს აკუმულატორს ამ მაჩვენებლით. Tesla-ს წინა თაობის ელექტრომობილებში არსებულ ტრადიციულ 12-ვოლტიან აკუმულატორებს საკმაოდ ხშირად სჭირდებოდათ შეცვლა, ვიდრე შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებს ანალოგიური გარბენის პირობებში.
რა თქმა უნდა, მფლობელებს ყოველთვის აქვთ შანსი შეცვალონ სტანდარტული აკუმულატორი უფრო მაღალი გამძლეობის მქონე მოდელით, მაგრამ Tesla-ს მიერ განხორციელებული მოდერნიზაცია მათ ამ საჭიროებისგან გაათავისუფლებს. კომპანიის გრძელვადიან გეგმებში ასევე შედის ბორტის ელექტრომომარაგების 48-ვოლტიან ძაბვაზე გადასვლა, თუმცა Tesla ჯერ არ არის მზად, დაასახელოს ამგვარი მიგრაციის ვადა.