Hi-Techახალი ამბებიმეცნიერება

ილონ მასკმა მარტში საზოგადოებას უნდა უჩვენოს ტვინში ჩამონტაჟებული ჩიპის მქონე მაიმუნი, რომელიც კომპიუტერს გამოიყენებს ხელების გარეშე

ილონ მასკის მიერ შექმნილი კომპანია Neuralink მუშაობს თავის ქალაში იმპლანტირებად მოწყობილობაზე, რომელიც საშუალებას იძლევა ნეირონული იმპულსები გარდაიქმნას ისეთ ბრძანებებად და სიგნალებად, რომლებიც აღქმადი იქნება კომპიუტერისა და ცოცხალი არსებების ნერვული სისტემის სხვა ნაწილებისთვის. ამგვარ ცდებში ღორებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა, ახლა მაიმუნების ჯერია.

როგორც Bloomberg-მა აღნიშნა, კომპანიის დამფუძნებელმა ვირტუალური გამოსვლის დროს ისაუბრა ექსპერიმენტული მაიმუნის არსებობაზე, რომელსაც თავში ჩაუნერგეს Neuralink-ის მოწყობილობის პროტოტიპი. როგორც მასკმა განმარტა, Neuralink-ის ლაბორატორიაში უკვე ცხოვრობს მაიმუნი, რომელსაც შეუძლია ნეირონული იმპულსების მეშვეობით მართოს კომპიუტერული თამაშის ობიექტები. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, იმპლანტის ჩანერგვის ადგილის განსაზღვრა პირველივე ჯერზე ადვილი არ არის და მაიმუნი თავს შესანიშნავად გრძნობს. როგორც კი პრიმატს გამოუჩნდება ანალოგიური შესაძლებლობების მქონე კომპანიონი, ისინი შეძლებენ ერთმანეთს ეთამაშონ პინგ-პონგი კომპიუტერში კიდურების გამოყენების გარეშე. 

თავის ქალაში იმპლანტირებადი მოწყობილობა მონეტის ზომისაა და იგი თავის ტვინს უკავშირდება უწვრილესი ელექტროდებით. Neuralink-ს, როგორც ადრე ილონ მასკმა აღნიშნა, პერსპექტივაში სურს მიაღწიოს იმპლანტანტების ტესტირების უფლებას იმ მოხალისეებზე, რომლებმაც დაკარგეს ზედა ან ქვედა კიდურების დამოუკიდებლად კონტროლის შესაძლებლობა, ან ორივე ერთად. მანამდე კი კომპანია გვპირდება, რომ მარტში გვიჩვენებს იმ მაიმუნების ვიდეოებს, რომლებმაც გადაიტანეს ანალოგიური ოპერაცია. 

ამგვარი მოწყობილობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ აღიდგინონ დაკარგული მოძრაობის უნარი, არამედ დროთა განმავლობაში ისინი ისწავლიან მოგონებების ტვინიდან კომპიუტერზე ან რობოტიზებულ სხეულზე გადატანას, როგორც მრავალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის შემქმნელებმა იწინასწარმეტყველეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მასკი იმედოვნებს ამ ყველაფრის მიღწევას. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button