ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Ethereum-მა Bitcoin-ს გაუსწრო სავაჭრო მოცულობის ზრდის ტემპით

Ethereum-ის ვაჭრობის მოცულობის ზრდის ტემპი სპოტ- და ფიუჩერსულ ბაზრებზე უფრო სწრაფად მატულობს, ვიდრე Bitcoin-ის ანალოგიური მაჩვენებელი, გვატყობინებს The Block. 

2019 წლის სექტემბრის შემდეგ ETH-სა და BTC-ს შორის სავაჭრო მოცულობების შეფარდება 16 %-იდან 50 %-მდე გაიზარდა. ციფრები ემყარება კრიპტო-ბირჟების – Binance-ის, Coinbase-ის, Bitfinex-ის, Kraken-ისა და Bitstamp-ის მონაცემებს. 

ფიუჩერსების ბაზარზე ეს მაჩვენებელი 8 %-იდან 29 %-მდე გაიზარდა ანალოგიურ პერიოდში.  

CoinGecko-ს მონაცემებით, Ethereum-ის ყოველდღიური სავაჭრო მოცულობა ამჟამად 15.1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და Bitcoin-ის ანალოგიურ მაჩვენებელს 25 %-ით ჩამორჩება, BTC-ის კაპიტალიზაცია კი თითქმის ხუთჯერ მაღალია ETH-თან შედარებით. 

The Block-ის ანალიტიკოსმა ლარი ჩერმაკმა აღნიშნა Ethereum-ის პოპულარობის შემცირება Google-ის საძიებო მოთხოვნებში. 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, როდესაც ETH-ის ფასმა მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს, მასთან დაკავშირებული მოთხოვნების რაოდენობა სამჯერ შემცირდა. Bitcoin-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 6-ჯერ შემცირდა. 

image.png

მსგავსი ვითარება შეინიშნება Twitter-ზე წამყვანი კრიპტოვალუტების პოპულარობის მხრივ. BTC-თან დაკავშირებული თვითების რიცხვი 2017 წლიდან მოყოლებული თითქმის ხუთჯერ შემცირდა, ETH-ისა და კი ოთხნახევარჯერ. 

შეგახსენებთ, Ethereum-ის არსებობის ხუთი წლის განმავლობაში ქსელის საშუალებით გადაცემულ ამ კრიპტოვალუტის საერთო ფასმა 986 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button