გამორჩეული ადამიანებისაკითხავი

იოსებ მეგრელიძე – “მიხეილ ჯავახიშვილი”

მიხეილ ჯავახიშვილი არავის წინაშე ქედს არ ხრიდა. მეტიც, ზოგჯერ გამომწვევ რეპლიკასაც კი წამოიძახებდა ხოლმე. მას სასტიკად აკრიტიკებდნენ, ზოგი უფრო “დიპლომატიურად” გამოდიოდა, ვიდრე მ. ჯავახიშვილი, კოწია გამსახურდია, ნიკო ლორთქიფანიძე. ქედუხრელი მიხეილ ჯავახიშვილი გარეგნობით არ სტოვებდა გოლიათის შთაბეჭდილებას, მაგრამ იყო უდიდესად აღიარებული ქართველი პროზაიკოსი. დადიოდა ბეჭებში ოდნავ მოხრილი და ხელში ჯოხით, ყურადღებას იპყრობდა ინტელიგენტური, დახვეწილი მანერებითა და დინჯი, მკაფიო მეტყველებით, ლაპარაკობდა დარბაისლურად, ბოხი ხმით, მის ქართულ მეტყველებაში კახური აქცენტი იგრძნობოდა. მისივე რუსული ზოგ რუს კარგ მწერალსაც კი მიაჩნდა მისაბაძად. ჭამა ფაქიზი იცოდა და მთვრალი არ
გვინახავს.

პროფესორი იოსებ მეგრელიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button