განხილვაწიგნები

მიხაილ ბულგაკოვი – “ძაღლის გული” ახალი ადამიანის იდეა

მიხაილ ბულგაკოვის “ძაღლის გული” ერთ-ერთია იმ ნაწარმოებთაგან, რომელიც საბჭოთა ცენზურამ დაბლოკა. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმ დროინდელ მდგომარეობასა და ნაწარმოების შინაარსს.

ბულგაკოვი ყოველთვის გამოირჩეოდა ეგრეთწოდებული მამხილებლის პოზიციით საბჭოთა ხელისუფლების მიმართ და არც ეს ნაწარმოები გამოდგა გამონაკლისი. რასაკვირველია, მკითხველების დიდი ნაწილი აპროტესტებს კიდეც პოსტსაბჭოთა სივრცის ლიტერატურის პოლიტიკურ გააზრებას, მაგრამ ლიტერატურაში ისევე როგორც ისტორიაში, კონტექსტები ქმნიან გააზრების ველს, ამიტომ არსებობს რაღაც, რასაც ვერ გავექცევით, თუკი ლიტერატურის სწორად გააზრებაზე გვაქვს საუბარი.

თანამედროვეობაში ხშირად “ძაღლის გულს” მერი შელის ცნობილ “ფრანკენშტაინთან” აიგივებენ და ამ მსგავსებას გვერდს ვერც ჩვენ ავუვლით, თუ რატომ თქვენთვითონ განსაჯეთ.

ისტორია ეხება ადამიანისათვის ძაღლის ჰიპოფიზის გადანერგვის ოპერაციას. ამ ექსპერიმენტის მეშვეობით, პროფესორმა პრეობრაჟენსკიმ და ექიმმა ბორმენტალმა ახალი ადამიანი უნდა მიიღოონ. აქ უკვე გასაგებია თუ სად იკვეთება ფრანკენშტაინისა და ჩვენი ახლადშექმნილი ადამიანის გზები.

ახალი ადამიანის შექმნის იდეა არაერთი რეჟიმისთვის იყო დამახასიათებელი, მათშორის გერმანული ნაციზმისაც “Deutschland über Alles”პრინციპს რომ შესწირა ებრაელები ჰოლოკოსტისას და სხვათაშორის არა მხოლოდ ებრაელები. ვინც ამას კითხულობთ თუ საბჭოთა სივრცეში გაატარეთ სააზროვნო პერიოდის რაღაც ნაწილი მაინც, გაგონილი უნდა გქონდეთ სიტყვათშეთანხმება “ახალი საბჭოთა ადამიანი” რაც გულისხმობს ახლებურ აზროვნებას ისეთს, როგორიც ვიღაცის თვალთახედვით საბჭოთა რეალობას შეესაბამება. ახალი ადამიანი და მათ შორის ახალი საბჭოთა ადამიანიც, ხელოვნურად შექმნილი, სასათბურე პირობებში გამოყვანილი არსებაა, რომელსაც აღარ გააჩნია თავისუფალი ნება და მოქმედებს რაღაც კონკრეტული მექანიზმის მიხედვით. ხშირ შემთხვევაში, ასეთ სათბურს წარმოადგენდა სკოლა, ამასვე ემსახურებოდა ვლადიმერ ილიას ძე ლენინის ცნობილი გამოთქმა. “სწავლა, სწავლა და სწავლა!” და იგულისხმებოდა, რომ საბჭოთა “ნორჩ ახალგაზრდას” იმდენი უნდა ესწავლა, რომ სხვა არაფრისთვის დარჩენოდა დრო.

ახალი ადამიანის შექმნის იდეა დიქტატურის ერთ-ერთი მახასიათებელია, აი როგორც ჩრდილოეთ კორეის მაგალითიდან ნათლად ჩანს, თუ რას ემსახურება ეს იდეა. ადამიანი, რომელსაც ჩანერგილი აქვს მოიქცეს წინასწარ განსაზღვრული სქემის მიხედვით და მხოლოდ ამ პროგრამით მოქმედების უნარი აქვს რასაკვირველია, რომ ადვილი დასამორჩილებელია.

ბულგაკოვთან ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჰიპერტროფირებული ფორმითაა წარმოდგენილი. თუ რუსული ლიტერატურის მოყვარული ხართ შეამჩნევდით, რომ რუს ავტორებს პერსონაჟების სახელებსა და გვარებში დამატებითი ფუნქციის ჩადება სჩვევიათ. ასე, მაგალითად, პრეობრაჟენსკი, რუსული სიტყვიდან преобразовать გარდაქმნა, გარდასახვა ფორმის შეცვლა, მიგვანიშნებს, რომ ამ გვარის მატარებელი არის ის ვინც გარდაქმნის, ფორმას უცვლის რაღაცას.

The Heart of a Dog by Mikhail Bulgakov

ბულგაკოვთან ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჰიპერტროფირებული ფორმითაა წარმოდგენილი. თუ რუსული ლიტერატურის მოყვარული ხართ შეამჩნევდით, რომ რუს ავტორებს პერსონაჟების სახელებსა და გვარებში დამატებითი ფუნქციის ჩადება სჩვევიათ. ასე, მაგალითად, პრეობრაჟენსკი, რუსული სიტყვიდან преобразовать გარდაქმნა, გარდასახვა ფორმის შეცვლა, მიგვანიშნებს, რომ ამ გვარის მატარებელი არის ის ვინც გარდაქმნის, ფორმას უცვლის რაღაცას.

ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან როგორც კი ძაღლმა ადამიანის სხეულში გადაინაცვლა მას საზოგადოებრივი მოთხოვნილებები გაუჩნდა, რისი უნარჩვევებიც არ ჰქონდა გამომუშავებული. საცდელი ობიექტი წყობიდან გამოვიდა და ექსპერიმენტს მიმართულება შეუცვალა. ამ წიგნში თავმოყრილია ყველა იმ დიქტატორული რეჟიმის სახე, რომელიც ცდილობს ადამიანისგან ადამიანი შექმნას და საბოლოოდ ეს ექსპერიმენტი არასოდეს სრულდება სასურველი შედეგით, რადგან თუ ადამიანი ნამდვილად ადამიანია მასში ყოველთვის არსებობს თავისუფალი ნება, რომელიც არანაირი რეჟიმის პროგნოზირებას არ ექვემდებარება. ასეთი ანტისაბჭოთა შინაარსის გამო 1925 წელს დაწერილი რომანი ოფიციალურად მხოლოდ 80იანი წლების მეორე ნახევარში დაიბეჭდა. “ძაღლის გული” ბულგაკოვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია და დღემდე საბჭოთა ლიტერატურის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

Source
https://literbloging.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button