![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2021/01/კრიპტობრაუზერ-Brave-ს-დაემატა-IPFS-მხარდაჭერა.png?fit=800%2C640&ssl=1)
კრიპტობრაუზერ Brave-ს დაემატა IPFS მხარდაჭერა
კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ ბრაუზერ Brave-ის დეველოპერებმა განახორციელეს IPFS („პლანეტათშორისი ფაილების სისტემა) პროტოკოლის მხარდაჭერის ინტეგრირება.
![image.png](http://i0.wp.com/www.overclockers.ge/uploads/monthly_2021_01/image.png.809eae505fbfcf2b0d459757477e1c13.png?w=780&ssl=1)
ახალ 1.19 ვერსიაში ინტეგრაციის წყალობით Brave-ის მომხმარებლები კონტენტზე წვდომას მიიღებენ უშუალოდ IPFS-იდან. ამისთვის აუცილებელია დააყენონ პროტოკოლის სრული ნოუდი, ან დაუშვან ipfs:// ტიპის მისამართების გამოყენება.
პროტოკოლი გახსნის დაბლოკილ ვებ-გვერდებზე წვდომას, დააჩქარებს მათ ჩატვირთვას და შეამცირებს ჰოსტინგის ხარჯებს.
”დღეს ტაილანდში ვიკიპედიის ზოგიერთ ნაწილზე შესვლა დაბლოკილია. 100000-ზე მეტი ვებ-გვერდი აკრძალულია თურქეთში. ჩინეთს არ აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია COVID-19-ის შესახებ. ამიერიდან Brave-ის ნებისმიერი მომხმარებელი IPFS-ის საშუალებით შეძლებს გადალახოს ეს შეზღუდვები ”, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა მოლი მაკინლეიმ.
კრიპტობრაუზერი ტექნიკური დირექტორისა და თანადამფუძნებლის, ბრაიან ბონდის თქმით Brave-მა პირველმა შესთავაზა მომხმარებლებს პროტოკოლის ინტეგრაცია.
”IPFS მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაჭრან ცენტრალიზებული სერვერების პრობლემა, რომელიც ქმნის უარყოფის ცენტრალურ წერტილს კონტენტზე წვდომისთვის”, – განმარტა მან.
IPFS – ეს არის პროტოკოლი, რომლის მეშვეობით ერთრანგიანი ნოუდები ახორციელებენ მონაცემების შენახვასა და გავრცელებას ერთიან განაწილებულ ფაილურ სისტემაში არა სერვერთან მონაცემთა მისამართების დაკავშირებისთვის, არამედ უნიკალურ კრიპტოგრაფიულ ჰეშ-იდენტიფიკატორთან.
შეგახსენებთ, რომ აპრილში IFPS-ის დეველოპერებმა წარადგინეს 0.5 ვერსია, რომელმაც გააუმჯობესა ინტერნეტში კონტენტის ძიების პროცესი.