
პოეზია
ბესარიონ გაბაშვილი – სტვენს ბულბული
სტვენს ბულბული ვარდსა ზედა,
ხმა საბრალოდ მეამედა;
კოცნა ვეღარ გაებედა
საბრალო აირა,
ხმა დამთვრალო აირა,
მაისობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ეტყვის: \”ვარდო, შენი სახე
ოდეს ვნახე, მექმნა მახე!
შენსა ფერსა სული ვახე!
საბრალო აირა,
ხმა დამთვრალო აირა,
მაისობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ვარდმან პირი არა შალა:
უმზეობით დაემალა;
ბულბულს სული გაეცალა!
საბრალო აირა,
ხმა დამთვრალო აირა,
მაისობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ყელი გარდაგდო ბულბულმა,
სიცოცხლის ცვარ-დაგუბულმა.
შეჰბრალდა, ხმა-ჰყო სუმბულმა!
საბრალო აირა,
ხმა დამთვრალო აირა,
მაისობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!
ვარდს ბულბული შეეწყალა,
ლალის ფარდა გარდაშალა;
მაჯნუნს მიხვდა სულის ძალა!
საბრალო აირალ
ხმა დამთვრალო აირა,
მაისობ, ისარს ისობ,
ის გიხარის, ვაი, რა!.