რჩევებიჯანმრთელობა

პიტნა – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული მცენარის სარგებლობის შესახებ, ალბათ, ყველას გაუგონია, მაგრამ, ცოტამ თუ იცის მისი მრავალფეროვანი უნარისა და დანიშნულების შესახებ.

თუ თავი აგტკივდათ, არ იჩქაროთ წამლების დალევა. უმჯობესია, პიტნიანი ჩაი მიირთვათ – ტკივილი მალე გაგივლით.

სხვა მწვანილებთან ერთად, აუცილებლად გამოიყენეთ პიტნა სალათებში, სოუსებსა და სუპებში. ამით, გარდა იმისა, რომ კერძებს გააგემრიელებთ, მოგეხსენებათ დაძაბულობა და გაღიზიანება.

მასაჟის გაკეთების დროს, სპეციალურ ზეთს შეურიეთ პიტნის ნაყენი და მთელ ტანზე შეიზილეთ. ეფექტს მაშინვე იგრძნობთ – დაღლილობა და მოთენთილობა თვალსა და ხელს შუა გაქრება.

პიტნის ჩაი, ასევე, სასარგებლოა ტაქიკარდიისა და მჟავიანობის მომატების დროს, ხოლო, პიტნის ინჰალაცია ხსნის სასუნთქ ორგანოებს და ასუფთავებს ფილტვებს.

პიტნის ნაყენით სახის გაწმენდა ან კომპრესი მისწრებაა კანისთვის – ის აახალგაზრდავებს მას და ხელს უშლის ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნას. სხვათა შორის, ცნობილ რუსულ აბანოებში დღემდე გამოიყენება პიტნა – მისი ორთქლი არა მარტო სხეულისთვის არის სასარგებლო, არამედ, სპობს ჰაერში არსებულ ბაქტერიებს.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button