Tesla-მ გამოაქვეყნა თავისი პატენტები და მწარმოებლებს მათი გამოყენების ნება დართო
კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს ყველა პატენტი გამოქვეყნდა და შესაძლებელია მათი „კეთილსინდისიერად გამოყენება“ საწარმოო საჭიროებისთვის. მან განმარტა, რომ ეს ქმედება მიმართულია მიზნისკენ – ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებას და იმატოს ელექტრომობილების რიცხვმა.
ოფიციალურ ბლოგში მასკმა განაცხადა, რომ Tesla არ უჩივლებს მათ, ვინც დაპატენტებულ ტექნოლოგიას „საპატიო მიზნებისთვის“ გამოიყენებს.
როგორც ცნობილია, კომპანიამ გაზარდა დასატენი სადგურების – Supercharger-ების მოხმარების ფასი. როგორც ჩანს, ელექტრომობილებით ეკონომიის გაწევა არ მოხერხდება.
მასკმა აღნიშნა, რომ პატენტების საიდუმლოდ შენახვა უკვე აღარ წარმოადგენს კარგ პრაქტიკას – იგი ახშობს პროგრესს, აფართოებს იურისტების და არა გამომგონებლების უფლებებსა და საშუალებებს.
„ნამდვილი კონკურენცია – ეს არ არის სხვა ელექტრომანქანების მცირე წილი – არამედ ეს არის ბენზინზე მომუშავე ავტომობილების უზარმაზარი ნაკადი, რომელთაც ყოველდღიურად აწარმოებენ მსოფლიოს დიდი ქარხნები“.
2018 წელს კომპანიამ აგრეთვე გამოუშვა Linux-კოდი Tesla Model S/X ელექტრომობილებისთვის, რომელიც შეიცავდა პლატფორმა Tesla Autopilot-ისა და საინფორმაციო-გასართობი სისტემის Nvidia Tegra-ს ნიმუშებს.