პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე სიტყვა და ლოცვა

ბნელი ბინდბუნდით მოცულ მხარიდან
ქალწულის აჩრდილს გამოვუძახე,
მას მშვენიერი შთავბერე სული
და მშვენიერი მივეცი სახე.
მასში ტაძარი ზეშთაგონების
ისე შევქმენი, ისე აღვაგე,
რომ უკვდავების უსაზღვრო ენით
ავამეტყველე ქალწულის ბაგე.
და მე ვტკბებოდი ჩემის სიზმრებით
და როცა მის ხმას ვნებით ვისმენდი –
ვუცდიდი რაღაც უცხო სასწაულს,
ვუცდიდი, ვცდიდი, ვდუმდი, ვითმენდი.
განთიადისას ნისლი დაიძრა,
მთების კალთებზე ისე ჩამოწვა,
რომ ვერ გავიგე, სად ჩაიხვია
ქალწულის სიტყვა და ჩემი ლოცვა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button