ლიტერატურამოთხრობა

ალექსანდრე მჭედლიშვილი – მიუყვება კაცი ბილიკს

“აფრიალდნენ საზღვარზე შავზე შავი სვავები
–ყუმბარმტყორცნელები,მძიმე თვითმფრინავები
სურთ, რომ გადმოანგრიონ ხალხის ნახნავნათესები
ქალაქები სოფლები გზები უდიადესი”

გალაქტიონ ტაბიძე

ქართულმა შენაერთებმა ერთი, ორი დღით შეძლეს ცხინვალისა და მისი შემოგარენის შენარჩუნება. ქალაქის სამთვრობო, შენობის თავზე დროშაც აღმართეს, ხუთჯვრიანი… სამხრეთისაკენ მოძრავ გიგანტურ, რუსულ კოლონას წინ, ვეღარაფერი დაუდგებოდა. მათი შეჩერება, შეუძლებელი აღმოჩნდა, მცირერიცხოვანი ქართული ჯარისთვის. მიუხედავად ქართული მხარის მრავალი, მცდელობისა დაეწყო სამშვოდობო მოლაპარაკებები, სეპარატისტთა ლიდერები, ასევე რუსი დიპლომატები, თავს არიდებდნენ ყოველგვარ შეხვედრებს. იური რასპოპოვი მანქანის საბურავის დაშვების საბაბით, არ შეხვდა ცხინვალთან მისულ საქართველოს სმთავრობო დელეგაციის წარმომადგენლებს.

* * * *

სახვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ჯარისკაცები ვაშლის, ბაღებს მიუყვებოდნენ. მათი შენაერთი, ერთგვარ, ნაკრებს წარმოადგენდა: კაზაკები, ჩეჩნების ბატალიონი “ვოსტოკი”, ასევე სხვა ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები. მათი თავი და თავი რუსული, რეგულარული არმია გახლდათ.

–ჩტო სმოტრეშ, ნე ვიდეშ სკანჩავში, უჟე ვანიაეტ…სერგეი და მისი თანამებრძოლები ბრძოლის ველს ათვალიერებდნენ, იმ ბრძოლის ველს, სადაც უთანასწორო ბრძოლაში მოწინააღმდეგე სასტიკად დაამარცხეს.
–ვოტ, სუკა ზაშარილ, სმატრი კაკიე ბატინკი.
–ა, გდე ტი ეგო დასტალ?– ჰკითხა, სერგეიმ თნამებრძოლს.
–და, ტამ ვოზლე დერევო, კაკოიტა ზდოროვი, ჩუვაკ ლეჟიტ, სნეგო სნიალ.

სერგეის, ამხანაგს უკვე ფეხზე მოერგო ახლად, ნაშოვნი, თასმიანი დაბალი, შავი, ჩექმები, რომელიც მკვდარ ჯარისკაცს გახადა. გამარჯვებული, მხარე, როგორც ჩანს “მარადიორობაზე” უკან, არ იხევდა.

სერგეის დედა, რომელსაც ერთადერთი შვილი ჰყავდა, ომის ამბების შემდეგ ცხარე ცრემლით ტიროდა. მას, მამა , არც ახსოვს. მამამ ის, და დედა მიატოვა. სერგეის სკოლის დამთავრების, შემდეგ სწავლის გაგრძელება, არც უფიქრია. მეგობრებთან დროსტარებას ამჯობინებდა. მოგვიანებით ნათესავებისგან შეიტყო, რომ მამა ლოთობას გადაყვა. საკუთარ, ცოვრებაზე გაბრაზებულმა, ჯარში წასვლა გადაწყვიტა. რას წარმოიდგენდა, რომ საქართველოში, კავკასიის, ამ ლამაზ მხარეში მოხვდებოდა. საქართველო მასში, სიმშვენიერის და ღვინის ასოციაციას იწვევდა.
–გლავნოე ჩტო ვოდკა, ანა ბილა კრეპკაია. ნე, ტაკ სტარშინა– გასძახა უფროს სერჟანტს ერთ–ერთმა.
–კანეშნა, კვერი დაუკრა სუსტი აღნაგობის ჯარისკაცმა. მოწითალო ცხვირი, უცნაურად შეათამაშა, ზედ, მკლავი გაისვა, ყელზე მომდგარი, ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და შორს, სოფელს გახედა.
–სერიოგა, მოჟეტ სხოდიმ ვეჩერკომ ვდერევნიუ, ტოლკა, ტაკ ჩტო ნაჩალსტვა ნე უვიდელ.
–ახული, მოჟნა–დაეთანხმა სერგეი.
შუა დღე ახლოვდებოდა. ზაფხულის, მზე სახის, კანს უწვავდა ჯარისკაცებს. დროდადრო ტყიდან ნიავი უბერავდა და გაოფლილ სახეებს უგრილებდა. სერგეის და მის ამხანაგებს ფოთლების, შრიალზე რეაქცია, აღარ ჰქონდათ. ჩანს, თაკარა მზემ, შიმშილთან ერთად ისინი დაღალა და წასვლა აიძულა.
–ნუ ლადნა, მუჟიკი პორა ნა ბაზუ, მოჟეტ ნა ობედ უსპეემ.
ჯარისკაცები ვიწრო ბილიკებს დაუყვნენ, რომელიც სამხედრო ბაზას უერთდებოდა.
ბაზაზე დაბრუნებულებს დიდი, არაფერი სადილი დახვდათ. უხორცო, ტყუილი სუფი და ქაშა, რომელსაც “პერლოვკას” ეძახდნენ.
–ოპიაც, ეტუ ბალანდუ დაიუტ კუშაც სუკი.
–ახული, სამი ჟე ედიატ სამოე, ლუდშეე. –ჯარისკაცები უკმაყოფილებას არ მალავდნენ და უფროსებს, ირონიულად ლანძღავდნენ.
–ნიჩეგო სერიოგა დო ვეჩერკა პოდოჟდი ი ბუდეტ უნას, ტოჟე ხოროში ობედ.

მზე დასავლეთისკენ, მიექანებოდა და მთის ჰორიზონტებს უახლოვდებოდა. ტყიდან სასიამოვნო, გრილი ნიავი უბერავდა. მინდორზე წამოწოლილ სერგეის დედა გაახსენდა. გაახსენდა თავისი სახლი, სკოლა, მეგობრები, დედის გამომცხვარი ტკბილი კვერები.”მე დედაჩემის ნაწილი ვარ, რასაც მე ვფიქრობ, ალბათ ისიც იმას ფიქრობს, ნუთუ, მხოლოდ ფიქრებში?”–ჭრიჭინები, გულის გამაწვრილებლად ჭრიჭინებდნენ და სერგეის თითქოს, თანხმობას აძლევდნენ.

“ნეტა, როდის დასრულდება ღმერთო, ჩემო ეს ჯარის სამსახური”–მან სხვა, რამეც ინატრა. არა, კი, არ ინატრა წარმოიდგინა; როგორ დაბრუნდება იგი სამხედრო სამსახურიდან, როგორ მიადგება საკუთარ სახლს, და შეაღებს კარებს. დედას, როგორ გაეხარდება მისი მოულოდნელი დაბრუნება და სიხარულისგან, ატირდება, ალბათ თვითონაც ატირდება, ის ხომ თავის დედის ნაწილია. ” სულ დამავიწყდა ნეტა, თუ დამხვდება ნატაშკა”–ფიქრობდა იგი.
ნატაშკა სერგეის საცოლეა, თუმცა რაც ჯარშია მისგან წერილებს აღარ ღებულობს. “რა გაეწყობა, ეგეც არ მყავდეს სინდი კროუფორდი”. მას, რაღაც არასასიამვნო გრძნობამ დაუარა სხეულში ნატაშკას გახსენებაზე. ეს გრძნობა მასში სიძულვილის და შურისძიების ერთგვარ ბუკეტს ქმნიდა. არა, რა სისულელეა, რა მოხდა, იქნებ მას სხვა შეუყვარდა”–დაიმშვიდა თავი.” ჯანდაბას ეს უაზრო ფიქრები , რაიმე კარგზე იფიქრე”–იგი საკუთარ თავს საყვედურობდა და თან საათზე იყურებოდა… დრო გაიწელა, წუთები საათებათ გადაიქცნენ.” რა საშინელებაა, ნუთუ არ შეიძლება რიგითმა, ჯარისკაცმა სადმე გაისეირნოს და ცოტა გაერთოს”.

ჯარისკაცები ვახშმისთვის ემზადებოდნენ. სერგეის და მის თანამებრძოლებს სხვა მიზნები ამოძრავებდათ.
–ნუ ხვატიტ სუკა- რომელიღაც ამხანაგმა ჩექმაზე გაკრა წიხლი.
–ტი ჩტო რიხნულსია, ჯარისკაცები ლანძღვა–გინებას მოჰყვნენ, თან ირონიულად იღიმებოდნენ. სერგეი წამოდგა, ცალი თვალით უფროსებს გადახედა. შტაბში სიწყნარე იყო, მხოლოდ მორიგე ოფიცერი იჯდა სამორიგეოში და რაღაცას კითხულობდა. მზე მთებს გადასცდა და საღამოს სუსტ სხივებს ცაში გაბნეულ თეთრ, ღრუბლებს აფენდა. ღრუბლები ნაზად მიირწეოდნენ სამხრეთისკენ. შორს, სოფლიდან ადამიანების და საქონლის ერთმანეთში არეული, ხმები მოისმოდა. წყნარ, საღამოს მერცხლების ჭიკჭიკი და წყაროს ჩუხჩუხი ერთვოდა. ბუნების, საოცარ ჰარმონიაში, თითქოს, ვერც წარმოიდგენდა ადამიანი რაიმე, ძალა,თუ შეძლებდა მის დარღვევას.
–ნუ ხაროშ, პარა ნამ მუჟიკი–ჯარისკაცები ჩქარობდნენ და ვიდრე დროებით საზღვარს გადაკვეთავდნენ ერთმანეთში თამამად საუბრობდნენ:–სერიოგა , ა ნაშიხ ტანკისტავ დო ხრენა უბილი? –ცელუიუ კოლონუ–არ დააყოვნა სერგეის პასუხმა. მეომრებმა განვლილი, ომის ეპიზოდები გაიხსენეს.

* * * *

კამაზის, მძღოლმა სატვირთო, მანქანა ჩრდილში მიაყენა. მანქანიდან გადმოვიდა და კარები მძლავრად მიაჯახუნა. იქვე, ჩრდილში, რაღაც სკამივით მოძებნა და ჩამოჯდა. აგვისტოს თვეა, ძალიან ცხელა, ცოტაც და სიცხისგან ყველაფერი დაიწვება. მძღოლმა ფეხსაცმელები გაიძრო, ნიავმა დაუბერა და ცოტა შვება აგრძნობინა. სიგარეტს მოუკიდა და მისი კვამლი ზედიზედ, ღრმად ჩაისუნთქა. ირგვლივ, ყველა აგვისტოს ომს იხსენებს. რაღაც, ღონისძიებები ტარდება დაღუპულ, გმირებს იხსენებენ. კამაზის, მძღოლს საკუთარი, ტკივილი ახსენდება, რომელიც, ამ ომის დროს შეემთხვა. ომის, შემდეგ მთელი, ცხოვრება სინანულია მისთვის. სინანულია რადგან საკუთარ, თავს ვერ აპატია შვილის დაკარგვა.

ომი ჯერ, არ ჩამცხრალიყო. მოსახლეობა გარბოდა გორის მიმართულებით. კამაზის, მძღოლმა თავისი, ცოლ-შვილი მიკროავტობუსში ჩასვა და ქალაქისკენ გაამგზავრა. დატვირთული, ავტობუსი სოფლის დანგრეულ, გზაზე ძლივს მიდიოდა. ჯაროსკაცებმა მგზავრები გააჩერეს და საბუთები მოთხოვეს, თან ბარგის შემოწმება დაიწყეს. საღამო, ხანი იყო “მშვიდობისმყოფელები”, ცოტა ნასვამები ჩანდნენ. საეჭვო, და სადაო, რომ ვერაფერი ნახეს ერთ, ყმაწვილ გოგოს დაადგეს თვალი. მანქანიდან გადმოსვლა უბრძანეს. გოგონა, შეშინდა თვალებზე, ცრემლი მოადგა. ერთ-ერთმა, ჯარისკაცმა ხელი ჩაავლო მაჯაში და ძალით გადმოათრია.
-შეველის, ბისტრო სუკა! ავტობუსს გზის, გაგრძელება უბრძანეს. შეშინებულმა მგზავრებმა ვერაფერი, ვერ მოიმოქმედეს. ამ ამბის, შემდეგ საწყალი, გოგონა აღარ უნახავთ. ზოგი იძახდა მოძალადეებმა გააუპატიურეს და შემოაკვდათო.

* * * *

სერგეი და მისი მეგობრები იმ საღამოს არყით, შეზარხოშდნენ. გზის პირას დადგნენ და გამვლელებს, საბუთებს უმოწმებდნენ. ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ზრუნავდნენ. ვითომ წესრიგს ამყარებდნენ.
-ბუდეტ, პორიადოკ სერიოგა და..?
-კანეშნა, ბუდეტ! – პასუხობდა მკაცრი, სახით მეგობრებისგან გაყოყოჩებული სერგეი. ვინ იცის ის, გოგოც მათი “პარიადოკის” მსხვერპლი შეიქმნა. სერიოგამ ჯარში, თითქოს საიყვარულის გრძნობა დაკარგა. სადღაც, სულის სიღრმეში მიიძინა, ამ გრძნობამ და გაქრა. აღარც, შეყვარებული ჰყავს. მაგრამ, დედა, დედა რას ეტყვის ასეთ, საქციელზე? იგი, ხომ ცხარე ცრემლით ატირდება.

“ღმერთო რა დავაშავე? როდის დასრულდება ეს ჯოჯოხეთი”- არყის, ბახუსი დროდადრო გონებას უბნელებდა, სერიოგას. ნელი, მოძრაობებით აგონდება ყველაფერი, ვიღაც გოგოს ტირილი და ხვეწნა- მუდარა. “ჯანდაბას ეს, ყველაფერი, რაც იყო,იყო. ხელი, ჩაიქნია წამოდგა ნაბახუსევზე წყაროს, წყალს დაეწაფა. ასე, გემრიელად კარგა, ხანია წყალი არ დაულევია. საღერღელი აეშალა, ისევ სოფლისკენ უწევს გული.

სოფლის განაპირას სნაიპერი, იყო ჩასაფრებული. იგი მომენტს ელოდებოდა მტრის, ჯარისკაცები ან ბოევიკები სოფელში, რომ დაიწყებდნენ წოწიალს. სერიოგა და მისი მეგობარი სნაიპერმა თავიდანვე შენიშნა. მას, შაშხანა მომზადებული ჰქონდა. ოპტიკურ, სამიზნეში ჯარისკაცები დააფიქსირა. მას გასროლა ეწადა, მაგრამ არ აჩქარებულა, შესაფერის, მომენტს ელოდებოდა. იგი ერთგვარ ვალს იხდიდა თანასოფლელების და სამშობლოს წინაშე. შურისძიება არ უნდოდა, თუმცა შინაგანი გრძნობა ამას კარნახობდა. რა გააკეთოს, რა მოიმოქმედოს არ იცის, არადა, ასეთი კარგი მომენტი შეიძლება, აღარ ჰქონდეს.

სერგეი და მისი მეგობარი შეჩერდნენ ხის,ძირას ჩამოსხდნენ. სროლის,ხმა გაისმა. შაშხანის, ხმამ წამებში მოიარა მთა და ბარი. დაირღვა დროებითი, სიწყნარე. ტყვია არც, სერგეის და არც, მის ამხანაგს მოხვედრია,უვნებლები გადარჩნენ. ტყვია იმ, ხის ქერქში ჩაეჭედა, რომლის ძირშიც ისინი გაჩერდნენ. ჯარისკაცები მიწას გაეკვრნენ,შეშინდნენ.

რატომ, ააცილა სნაიპერმა ტყვია მიზანში ამოღებულ მსხვერპლს? ამ, კითხვაზე პასუხის გაცემა თავად, სნაიპერსაც უჭირდა.

* * * *

მიდის, მიუყვება კაცი ბილიკებს თავაწეული, თამამად, ბეჭებში გაშლილი. გზა უღრან, ტყეს სცილდება და ბარისკენ მიემართება. გულმკერდი გადაღეღილი აქვს, ჭიდაობაში გაწვრთნილი, ამობერილი, კუნთები კოხტად მოუჩანს თხელ, პერანგში. დაბალი, წვერი სახეს უჩრდილავს, რომელზეც არც გამარჯვება აისახება და, არც დამარცხება. მისთვის ომი არ დასრულებულა, იგი კვლავ გრძელდება. მის, ცნობიერებაში , ისევ ომია, მარადიული ბრძოლაა კეთილსა და ბოროტს შორის. მსხვილი, მშვილდივით მოხრილი წარბები და განიერი, ოდნავ მაღალი შუბლი სიჭკვიანეს მატებს და მის აზროვნებას ხაზს უსვავს. მხარზე კარაბინი აქვს, მოგდებული, ტყვიებისაგან დაცლილი, გაშავებული ლულით და მტვრიანი ზედაპირით.

სნაიპერი არასოდეს, ყოფილა. დრომ მოიტანა, წინაპართა ძახილს ყური უგდო და უთანასწორო ბრძოლაში ჩაება.მისთვის ვალდებულებად, არის ქცეული სამშობლოსა და ოჯახის დაცვა,. მათი სიყვარლი ამოძრავებს. მოსწყურდა, იქვე გზად, წყარო ეგულება- შოთას წყაროს ეძახიან. ეს, ადგილები დაბლობ, ხეობებს უერთდება. სრულად, რომ გაივაკებს მტკვარიც გამოჩნდება. მდინარის გადაღმა, კი, უკვე სამშვიდობოა. იქ მტერი ვეღარ, გაბედავს შესვლას. წყაროსთან გაჩერდა ყელი გაიგრილა. მიწას დაჰკრა მუშტი, ბალახი ჩაბღუჯა, ამოგლიჯა მიწიდან. სახესთან მიიტანა და დაყნოსა, თითქოს შეამოწმა მისი, სურნელება. ამ, ადგილებმა ძველი დრო გაახსენა, როცა სანადიროდ დადიოდა მამასთან და ძმებთან ერთად…

სოფელს მიუახლოვდა, ცოტაც და სახლში იქნება. აი, უკვე დაბინდდა კიდეც. საკუთარი სახლი მოენატრა, ეზო-ყურე, ბაღ-ვენახები. ვიღაცის ფეხის, ხმა მოესმა უკნიდან, ნაბიჯს უმატა, უკან არც მოუხედია. ირგვლივ სიწყნარეა, მხოლოდ ძაღლების ყეფა ისმის. უცბათ უკნიდან მარცხენა, ფერდში დარტყმა იგრძნო. არ, მოელიდა, დაიბნა. თავი მოაბრუნა და ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაინახა, მისკენ იწევდნენ. ვერც, მოასწრო ზურგიდან კარაბინის გადმოღება. ერთ-ერთმა ბასრი დანა მოუქნია. მან იარაღი აიცილა, მაგრამ ხედავს ძალა ეცლება. ჭიშკრისკენ შეტრიალდა და კარებში შესვლა სცადა. ბასრმა, დანამ ზურგზე, კისრის დასაწყისში გაუარა. სუნთქვა შეეკრა წამიერად. ფილტვშიც დაჭრილია, ჰაერი ჩაისუნთქა და სუნთქვა არ ჰყოფნის. ფილტვი გახეული აქვს, ჰაერი ეპარება. ცალი, ხელი კარების, სახელურს ჩაავლო, ცალით იარაღს მოკიდა ხელი მხარზე გადატარება სცადა, თუმცა იარაღი , დასატენი აქვს. ამასობაში, კიდევ ერთი დარტყმა მიიღო, ისევ ზურგში. სისხლი სწრაფად, მოედინება. ეტყობა დანამ, სადღაც არტერია გადაუჭრა. ვეღარც საშველად ეძახის თავისიანებს, რაღაცა ბოჭავს, არ უშვებს. “ნეტა, ვინ არიან? ეკითხება თავის, თავს, რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ”. ძალა აღარ ჰყოფნის, ფეხები ეკეცება, მუხლებზე დაეცა, თვალები დაუბნელდა და გაითიშა.

ალექსანდრე მჭედლიშვილი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button