Hi-Techახალი ამბებისამხედრო

აშშ-ის საზღვაო ძალებმა პირველმა მიიღო ლაზერული იარაღი – სისტემა HELIOS – Lockheed Martin-ისგან

კომპანია Lockheed Martin-მა განაცხადა, რომ აშშ-ის შეიარაღებულ საზღვაო ძალებს მიაწვდის პირველ ლაზერულ იარაღს, რომელიც საბრძოლო გემზე განთავსდება. სისტემა HELIOS დამონტაჟდება USS Preble მონოსცენაზე მისი ტექნიკური მომსახურების პერიოდში. აშშ-ის შეიარაღებულ საზღვაო ძალებს ექნება მსოფლიოში ერთადერთი უნიკალური ლაზერული სამხედრო დანადგარი რეალურ პირობებში გამოცდისთვის.

სისტემა HELIOS ანუ მაღალენერგეტიკული ლაზერი ოპტიკური დაბრმავებისა და დაკვირვების  ინტეგრირებული სისტემაა და წარმოადგენს მაღალი ხარისხის ლაზერული გამოსხივების წყაროს. ეს გახლავთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ლაზერი, რომელიც დაფუძნებულია სპექტრალური კომბინირების ტექნოლოგიაზე, სადაც რამდენიმე ცალკეული ლაზერი ერთმანეთს უკავშირდება გაზრდილი ენერგიის სხივის შექმნისთვის. 

image.jpeg

ლაზერ HELIOS-ის კომპიუტერული გამოსახულება. ფოტოს წყარო: Lockheed Martin 

HELIOS-ის სიმძლავრემ 60 კვტ-ს გადააჭარბა, რაც უფრო მეტია, ვიდრე პროექტში იყო გამოცხადებული. შემადგენელი ლაზერები მეტად მასშტაბირებადია, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას დანადგარი სახმელეთო, მობილური ან საჰაერო გამოყენებისთვის შესაბამისი სპეციფიკური მოთხოვნების მიხედვით. მსგავსი პროექტები ვითარდება სხვა ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში. მცირე საჰაერო და ზედაპირული სამიზნეებზე დარტყმისთვის ეს ითვლება იდეალურ გამოსავლად, როგორც საბრძოლო მასალის დაზოგვის მხრივ, ასევე სამიზნეებზე დარტყმის სიჩქარისა და სიზუსტის თვალსაზრისით. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button