
Bitcoin-ის მოპოვების სირთულემ დააფიქსირა ახალი რეკორდი მაინერების შემოსავლების ზრდისა და აღჭურვილობის სიმცირის ფონზე
ბოლო გადაანგარიშების შედეგების მიხედვით Bitcoin-ის მოპოვების სირთულე 10.79%-ით გაიზარდა. მაჩვენებელმა ახალი რეკორდი დაამყარა ნიშნულით – 20.61 T.
სერვისი BTC.com პროგნოზირებს სირთულის მაჩვენებლის მორიგ ზრდას 10%-ზე მეტით ( 22,84 T-მდე) სირთულის შემდეგი გადაანგარიშების შედეგების საფუძველზე.

წყარო: BTC.com.
ახალი რეკორდი არ არის გასაკვირი მაინერების შემოსავლების მუდმივი ზრდის გათვალისწინებით – აღნიშნა მაინინგის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელ Braiins-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ედვარდ ევენსონმა.
ბოლო ოთხი თვის განმავლობაში Bitcoin-მაინერების შემოსავალი დაჩქარებული ტემპით გაიზარდა.

Coin Metrics-ის თანახმად, ნოემბერსა და დეკემბერში მაინერების შემოსავლები შესაბამისად 50 და 30%-ით გაიზარდა.
სირთულესა და შემოსავლების ზრდასთან ერთად იზრდება Bitcoin-ის ჰეშრეითიც.

Bitcoin-ის ჰეშრეითის დინამიკა 2020 წლის დასაწყისიდან. წყარო: Glassnode.
”ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება 2021 წლის პირველ ნახევარში”, – აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, მაინინგ-კომპანიების მოთხოვნა ASIC-აღჭურვილობაზე აშკარად აღემატება შეთავაზებას.
„თუნდაც მხოლოდ მეოთხე კვარტალში ASIC-მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიები იძულებულნი იყვნენ უარი ეთქვათ თითქმის ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტის ღირებულების მაინინგ-აღჭურვილობების შეკვეთებზე. აღჭურვილობის მიწოდების ჯაჭვი ამჟამად გადატვირთულია დიდი მოცულობის მოთხოვნით“ – აღნიშნა ევენსონმა.
შეგახსენებთ, ამერიკული მაინინგ-კომპანია Riot Blockchain ელოდება Bitmain-ისგან 15 ათას მოწყობილობას – Antminer S19 Pro-სა და S19j Pro-ს, რომელთა ჯამური ღირებულება 35 მილიონი აშშ დოლარია.