პეტრე I დიდი – Peter the Great – ბიოგრაფია
პეტრე I რუსეთის ცარი 1682-1721 და იმპერატორი 1721-1725 წლებში.
ბავშვობა და სიყმაწვილე
პეტრე დაიბადა 1672 წელს მოსკოვში, კრემლში. იგი რუსეთის ცარის ალექსეი მოხაილოვიჩის მე-12 შვილი იყო. დედამისი ნატალია ნარიშკინა ალექსეი მეორე ცოლი იყო. მამისა და უფროსი ძმის, ცარ ფედორ III-ის სიკვდილის შემდეგ პატარა პეტრე ძალაუფლებისთვის მებრძოლ ბოიართა ორი დაჯგუფების ბრძოლის ცენტრში აღმოჩნდა. ერთის მხრივ მილოსლავსკები – ცარ ალექსეის პირველი ცოლის სანათესაო და მეორეს მხრივ ნარიშკინები – პეტრეს დედის ნატალიას გვარეულობა სამეფო ტახტზე თავიანთი კანდიდატის დასმისათვის იბრძოდნენ.
1682 წელს ცარ ფედორის დასაფლავების შემდგომ ბოიარების დუმამ პატრიარქ იოაკიმის დასტურით პეტრე ცარად გამოაცხადა. თუმცა მალე მოსკოვში მილოსლავსკებისა და პეტრე უფროსი დის ცარევნა სოფიას მიერ პროვოცირებული სტრელეცების ბუნტი დაიწყო, რომელსაც ნარიშკინების საგვარეულოს მრავალი წარმომადგენელი ემსხვერპლა. საბოლოოდ ორივე ძმა, პეტრე და ივანი ერთდროულად იქნენ ტახტზე დასმული. ივანი მართალია “უფროს” ცარად ითვლებოდა, მაგრამ სინამდვილეში მთელი ძალაუფლება ხელში აიღო სოფიამ, რომელმაც თავი რეგენტად გამოაცხადა და სამეფო საქმეებს სრულიად ჩამოაშორა ნატალია ნარიშკინა. სოფიას მმართველობის დროს პეტრე დედასთან ერთად მოსკოვის მიმდებარე სოფლებში – კოლომენსკოესა და პრეობრაჟენსკოეში ცხოვრობდა.
17 წლის ასაკში დედის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ პეტრე თავისი ნების წინააღმდეგ იქორწინა ევდოკია ლოპუხინაზე. მიუხედავად ცარევიჩ ალექსეის დაბადებისა 1690 წელს იგი დემონსტრაციულად იგნორირებას უკეთებდა მეუღლეს. 1689 წელს ცარევნა სოფია კვლავ შეეცადა მოეწყო სტრელეცების ბუნტი. მას გამიზნული ჰქონდა პეტრე მთლიანად ჩამოეცილებინა სახელმწიფო საქმიანობისათვის და ერთპიროვნული მმართველი გამხდარიყო, მაგრამ ნარიშკინებმა ამჯერად დაასწრეს სოფიას. იგი დაააპატიმრეს, ჩამოართვეს რეგენტობა და ნოვოდევიჩის მონასტერში გამოკეტეს. ივან V, რომელიც ამ დროისათვის გონებასუსტი და თითქმის ბრმა იყო,
მის სიკვდილამდე (1696) ნომინალურ თანამმართველად იქნა დატოვებული.
პირველი ნაბიჯები
ახალგაზრდა პეტრეახალგაზრდა ცარის პირველ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს 1695 წელს მოწყობილი აზოვის აღების მცდელობა.აზოვის ციხესიმაგრე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგნდა არა მარტა შავ ზღვაზე გასასვლელის ჰქონის გამო, არამედ თათრების თავდასხმებისაგან რუსეთის სამხრეთი რაიონების უშიშროების უზრუნველყოფის მხრივაც. 1695 წლის პირველი აზოვის ლაშქრობა წარუმატებელი გამოდგა. ფლოტის არყოლის გამო აზოვი ზღვიდან მარაგდებობდა და რუსეთის არმიამ ვერ მოახერხა ციხის აღება. 1696 წლის ზამთარში და გაზაფხულზე პეტრემ ვორონეჟში ორგანიზირება გაუკეთა სამდინარო ფლოტის მშენებლობას. მცირე ფლოტილიითა და ახალი სამეთაურო შემადგენლობით პეტრემ გაიმეორა შტურმი აზოვზე და 1696 წლის 19 ივლისს თურქთა გარნიზონმა იარაღი დაყარა. რამდენიმე დრის შემდეგ აზოვის ზღვის სანაპიროზე საძირკველი ჩაეყარა ქალაქ ტაგანროგის მშენებლობას.
პეტრეს ინიციატივით დაიწყო სავაჭრო გემები მშენებლობის ფართო პროგრამა. ამისათვის მან მიწათმფლობელები გააერთიანა კომპანიებში და დაავალა მათ თითო გემის აშენება. არმიისა და ფლოტი რეორგანიზაციის საქმეში პეტრე ძირითადას უცხოელ სპეციალისტებს ეყრდნობოდა. აზოვის ლაშქრობის დასრულების შემდეგ მან გადაწყვიტა საზღვარგარეთ სასწავლებლად გაეგზავნა თავადაზნაურთა ახალგაზრდა ვაჟები, სულ მალე იგი თვითნაც გაემგზავრა სამოგზაუროდ ევროპაში.
ამ დროისათვის ნელ-ნელა იზრდებოდა უკმაყოფილება პეტრეს პოლიტიკის მიმართ. 1697 წელს ბერმა ავრამიმ ქადაგებაში გააკრიტიკა ცარის პოლიტიკა და მიუთითა მის მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ტრადიციებს. იმავე წელს გახსილ იქნა ციკლერის შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა სტრელეცების ბუნტის მოწყობას. ორივე შემთხვევაში პოლიტიკური მოწინააღმდგეები სასტიკად იქნენ დასჯილნი.