პოეზია

ჯაბა გორგილაძე – ბათუმს

ცა, ისეთია -ფერადი , მსუყე.
ბათუმს , რომ შვენის და ეკადრება.
ვუმზერ პეიზაჟს , ყოველთვის მსურს მე,
ეს სილამაზე დამრჩეს კადრებად.

წვიმა, აფხიზლებს ქალაქის ქუჩებს,
ზღვა ეფერება სანაპიროებს,
მზის სხივი -უსმენს ღრუბლების ჩურჩულს
და ემალება სანამ იპოვეს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Back to top button