
პოეზია
ჯაბა გორგილაძე – ილია
ნეტა, რისთვის იბრძოდი?
ნეტა, რატომ შრომობდი?
ქვეყნისათვის ომობდი!
ან რას თესდი, წვალობდი?
თუმცა, ამით ხარობდი…
არა აქვს ნაყოფს კვირტი _
სწორედ ამას ვდარდობდი!
არ ადევს ჯაფას ფასი,
მოლოდინით ვლაღობდი!
შენი ღვაწლი ვერ ვიგემეთ,
უშენობა გვაკლია
ერის მამავ, ილია,
შენი კარგი ქვეყანა
კვლავაც მოსავლელია!