Sony-მ წარადგინა დისპლეი, რომელიც ჩაანაცვლებს მწვანე ეკრანებს კინოგადაღებისას
გამოფენა CES 2021-ის წინ Sony Electronics-მა დააანონსა ახალი მოდულური დისპლეი Crystal LED ტექნოლოგიის ბაზაზე. დისპლეი განკუთვნილია პროფესიონალური საქმიანობისთვის, კერძოდ, ფილმის „ვირტუალური შექმნისთვის“.
დაანონსებულ C და B სერიის დისპლეებს აქვთ არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირი და 1800 კდ/მ2 სიკაშკაშის მაჩვენებელი. ყველა დისპლეი ფლობს X1 for Crystal LED პროცესორს, რომელიც საშუალებას იძლევა გამოისახოს მაღალი დინამიური დიაპაზონის ვიდეო წამში 120 კადრამდე სიხშირით. ოფციურად ასევე მხარდაჭერილია სტერეოსკოპული 3D. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ დისპლეებს არ აქვთ ქულერები, რაც უზრუნველყოფს სიჩუმეს გადასაღებ მოედანზე. დაანონსებული დისპლეების ფასი ჯერ არ გახმაურებულა. დისპლეების მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია მოდულური კონსტრუქცია – რამდენიმე მათგანისგან შესაძლებელია შეიქმნას დიდი ვიდეოკედელი.
ამ ვიდეოების გამოყენება შესაძლებელია ვიდეოკონტენტის შექმნის დროს მწვანე ეკრანების ნაცვლად. თავად მწვანე ეკრანი გამოიყენება იმისთვის, რომ კომპოზიტინგის (ერთ-ერთი ფინალური ეტაპის) დროს მოხდეს მსახიობის განცალკევება ფონისგან და განთავსდეს ვიზუალური ეფექტები ვირტუალურ სცენაზე. თუმცა ამასთან აუცილებელია წინასწარ იქნას მოფიქრებული და განთავსებული განათება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მომზადებულ სცენას, აგრეთვე გამოყენებულ უნდა იქნას დამატებითი ვიზუალური ეფექტები, რათა დაიფაროს მწვანე ეკრანი. ხდება ისე, რომ ზოგჯერ მწვანე დეტალები რჩება ობიექტების კონტურებსა და ზედაპირებზე. Sony-ს მიერ წარდგენილი დისპლეები გადაჭრის ამ პრობლემას, ამასთან მსახიობები შეძლებენ წინასწარ ნახონ შემოთავაზებული გარემო. სხვათა შორის, ეს არის კინოს “ვირტუალური წარმოების” არსი.
მსგავსი დისპლეები იქნა გამოყენებული The Mandalorian-ისა და The Midnight Sky-ს გადაღებისას. „მანდალორიანის“ შექმნისთვის Industrial Light & Magic-მა Epic Games-თან ერთად შეიმუშავა სპეციალური პანელები.