2020 წლის ყველაზე პოპულარული თამაშები და ვიდეო დაფები Steam-ის მიხედვით
Steam-მა შეაჯამა 2020 წლის შედეგები და გამოაცხადა თავისი საიტის პოპულარული თამაშები, ასევე გამოაქვეყნა სტატისტიკა აქტუალური ვიდეო დაფების შესახებ, AMD-ის GPU-ები მათ შორის არ მოხვდა.
„გაყიდვების ლიდერების“ (ასევე გათვალისწინებულია მიკროტრანზაქციების შემოსავლიანობა) ჩამონათვალში მოხვდნენ:
- Doom Eternal;
- Cyberpunk 2077;
- Dota 2;
„პოპულარული თამაშების“ კატეგორიაში მოხვდნენ:
- Mount & Blade II: Bannelord;
- Cyberpunk 2077;
- Life is Strange 2;
- PUBG;
- Monster Hunter: World;
- CS:GO;
- GTA V;
- Terraria;
- Destiny 2;
- Dota 2;
- Among Us;
ასევე შეჯამდა Steam-ის გეიმერების მიერ გამოყენებული კომპონენტების სტატისტიკა, Full HD რეზოლუციის მქონე მონიტორების მფლობელების რაოდენობა იზრდება, აშკარაა ყველა არ არის მზად გადავიდეს ახალ 4K-ზე, მაგრამ GTX 1060-ის მხრივ, რომელიც უკვე სამი წელიწადია Steam-ზე ყველაზე აქტუალური ვიდეო დაფაა, ვითარება იცვლება: გეიმერები მას ანაცვლებენ უფრო ახალი GPU-ებით, მაგალითად GTX 1650-ით, GTX 1070 ან RTX 2070 დაფებით.
AMD-ის ვიდეო დაფებზე გეიმერების აშკარად გადასვლა არ შეიმჩნევა: მე-10 ადგილი დაიკავა RX580 დაფამ, მას იყენებს მხოლოდ 2%, ხოლო გეიმერების 0.08%-მა უარი თქვა წელს მასზე და ჩაანაცვლეს უფრო ახალი ვიდეო დაფით.
პლატფორმის აუდიტორიის 40% შედგება ინგლისურენოვანი გეიმერებისგან, 20% – ჩინურენოვანისგან, 12% რუსულენოვანია.
ასევე საინტერესოა, რომ Windows 10-სა და Windows 8-ის მომხმარებელთა რიცხვი მცირდება, Windows 7 OS-მა ზრდის 1% მოიპოვა, თუმცა მოთამაშეთა 88%-ს ურჩევნია ჰქონდეს Windows-ის უახლესი ვერსია.